workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტანთა საიდუმლო “განსაკუთრებულმა” გათქვა

ტიტანთა საიდუმლო “განსაკუთრებულმა” გათქვა

 “Canal +”-თან ინტერვიუში პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ წარმოთქვა ის სიტყვები, რომლებიც გასულ სეზონში ნახევარფინალის განმეორებით მატჩში პეპ გვარდიოლას ჩასჩურჩულა ყურში.

 პორტუგალიელის თქმით, იგი ახლა თავისი კარიერის პიკში იმყოფება და ეს იმ გამოცდილების დამსახურებაა, რომელსაც “ბარსაში”, “ჩელსიში”, “ინტერში” და ახლა უკვე “რეალში” მოღვაწეობისას აგროვებს.

 ინტერვიუს დროს ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ უცაბედად ჟოზე თემას ცვლის და “ბლაუგრანას” ფეხბურთელებზე იწყებს საუბარს. “თქვენ ვერ მანახებთ “ბარსას” ფეხბურთელის ინტერვიუს, სადაც ჩემზე ლაპარაკი არ არის… სწორედ ისინი მხდიან მე განსაკუთრებულს.” – განაცხადა მოურინიომ.

 ინტერვიუს განმავლობაში პორტუგალიელმა გათქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც პეპ გვარდიოლას “ნოუ კამპზე” ჩასჩურჩულა ყურში. მას შემდეგ რაც ტიაგო მოტამ სერხიო ბუსკეცთან უხეშობის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო, თითქმის ყველას ეგონა, რომ “ბარსას” ფინალში თამაში მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი იყო. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობდნენ. მოურინიო მაშინვე მივიდა გვარდიოლსათან და ყურში ასეთი სიტყვები უთხრა: “გგონია ყველაფერი ასე ადვილადაა? თამაში ჯერ კიდევ წინაა!”

[media=http://www.youtube.com/watch?v=YmH5sxB3KLU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში