ესპანური “ბარსელონას” თავდამსხმელმა დავიდ ვილამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის მადრიდის “რეალთან” შედარება არ შეიძლება.
“ბარსელონას” და “რეალის” შედარება უბრალოდ არ შეიძლება. გაიხსენეთ რამდენი ტიტული მოიგო კატალონიურმა კლუბმა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერთ სეზონში 6 თასი არცერთ კლუბს არ აუწევია გარდა “ბლაუგრანასი”. რაც შეეხება ამ სეზონს, მე არ მინდა რაიმე კონკრეტული ტიტულის მოპოვება; მსურს, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ წინა შედეგი და მოვიგოთ ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება.” –ციტირებს ვილას სიტყვებს Marca.

ვილა: “განსხვავება “ბარსასა” და “რეალს” შორის აშკარაა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.