19 მაისს “ბარსელონამ” იმდენი ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ გულშემატკივრებმა, შესაძლოა, სიახლეებს თვალი სრულყოფილად ვერ მიადევნეს. ამის გამო, გთავაზობთ ყველა ოფიციალური განცხადების ჩამონათვალს.
- ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა;
- ლუის ენრიკეს “ბარსელონას” ახალ მწვრთნელად დაინიშნა. მან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ენრიკეს წარდგენა ოთხშაბათს, თბილისის დროით 15 საათზე მოხდება;
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონას” მეკარეა. ის კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს;
- ჟერარ დეულოფეუ და რაფინია ალკანტარა, თითოთწლიანი განათხოვრების შემდეგ, “ბარსელონაში” ბრუნდებიან;
- ხოსე მანუელ პინტო “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს;
- კლუბმა “ბარსა ბ”-ს მწვრთნელს, ეუსებიო საკრისტანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა;
- “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი ხორდი როურა კლუბის ახალგაზრდული აკადემიის დირექტორი გახდება. ამავე უწყების კოორდინატორად აურელი ალტიმირა დაინიშნა;
- “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი რუბი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.