workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”მესის რომ ეთამაშა, ანგარიში 5:0 იქნებოდა”

გვარდიოლა: ”მესის რომ ეთამაშა, ანგარიში 5:0 იქნებოდა”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მის გუნდს მესი აკლდა. ”არ ვიტყვი, რომ ეს ბრწყინვალე მატჩი იყო, მაგრამ მაინც კარგი თამაში გამოდგა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩში უკეთესად ვითამაშებთ. ამ თამაშში ჩვენ ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ გუნდებთან, რომლებიც დაცვაში მყარად არიან გამაგრებულები და შეტევაზე არ ფიქრობენ. ჩვენ ვერ გავიტანეთ მეორე გოლი, რის შემდეგაც თამაში დაწყნარდებოდა”. გვარდიოლა მესის თემაშსაც შეეხო: ”მესი შეუცვლელი ფეხბურთელია. ის დღეს მოედანზე რომ ყოფილიყო, საბოლოო ანგარიში 5:0 იქნებოდა. ლეო არ იყო. ამიტომ ჩვენ ვითამაშეთ სხვა ფეხბურთელით მის პოზიციაზე. ვილიამ ამ თამაშში ბევრი იშრომა. პირველ ტაიმში მას სიზუსტე არ ჰყოფნიდა, მაგრამ მეორეში მაინც გაიტანა. მას დიდი სარგებელი მოაქვს. მოქმედებს მოედნის სიღრმეში, ასევე შეტევის ფლანგებზე. ახლა ჩვენთვის ცუდი არის სავარჯიშო დროის სიმცირე. კიდევ არიან ფეხბურთელები, რომელთაც არ ჰყოფნით ძალა და გამძლეობა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში