კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ლეო მესი, რომელმაც ტრავმა მიიღო წინა ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ძალიან დააკლდება გუნდს.
გარდა ამისა “ბარსას” თავკაცმა არ გამორიცხა ისიც, რომ არგენტინელი ვარსკვლავი შესაძლოა ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ.
“-მესი თითქმის შეუცვლელია ჩვენი გუნდისათვის, ახლა მას სჭირდება ტრავმის მოშუშება და ფორმაში ჩადგომა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება. თუ ის კარგად იგრძნობს თავს ჩემპინთა ლიგის შეხვედრისათვის, რომელშიც ჩვენ ყაზანის “რუბინს” უნდა ვეთამაშოთ, მაშინ მიიღებს მატჩში მონაწილეობას. იგივე შეიძლება ითქვას არგენტინის ეროვნული ნაკრების მატჩის შესაზებ, რომელშიც “ალბისელესტე” იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.”-განაცხადა გვარდიოლამ
