კატალონიური სპორტული გამოცემის, “სპორტის” ცნობით, ტომაშ უიფალუში მხოლოდ 2 თამაშს გამოტოვებს. ეს ყველაფერი კი იმან განაპირობა, რომ უკანასკნელ ტურში, “ვისენტე კალდერონზე” მან ლეო მესისთან ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც არგენტინელს კოჭის ტრავმა აწუხებს.
იმ მომენტში მატჩის არბიტრმა, ბორბალან ფერნანდეზმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ტომაშს ბურთთან არანაირი შეხება არ ქონდა და იგი მოედნიდანაც გააძევა.
115-ე მუხლის თანახმად უიფალუში მაქსიმუმ 3 მატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებდა, ხოლო დისციპლინარულმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მისთვის 2 მატჩის გამოტოვებაც სავსებით საკმარისი იქნებოდა.
