დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ მესის ეპიზოდის ვიდეოს ყურება ძალიან რთული იყო. მას იმედი აქვს, რომ უიფალუშიმ ეს შეგნებულად არ გააკეთა. მესის ტრავმა პრესკონფერენციის მთავარი თემა იყო. უახლოეს მატჩებში მესის არყოფნის მიუხედავად, დავიდ ვილამ განაცხადა: ”ფეხბურთელები მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი და არ დაგვეტყოს მესის არყოფნა”.
მესის გამოჯანმრთელება დაიწყო
გამოკვლევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრავმა ისეთი რთული არ იყო, როგორსაც ელოდნენ. ”ჩვენ გაგვიმართლა თუ ლეო მხოლოდ 10 დღეს დაისვენებს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვსურს, რომ ის ჩვენთან იყოს. ლეო გუნდის მთავარი მოთამაშეა. დილით ის უკეთ გრძნობდა თავს. ტკივილები ძალიან აღარ აწუხებდა. ის გრძნობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა”.
დამატებითი მოტივაცია
”ატლეტიკოსთან” მატჩის შედეგზე ვილიამ განაცხადა: ”ყველა თამაში მხოლოდ სამი ქულაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ვის მოუგებ და სად მოუგებ. ”ბარსას” აქ სამი წელი არ ჰქონდა მოგებული, ამიტომ მოგება ყველას ძალიან გვსურდა”. ვილიას თავად შეეძლო ამ თამაშში გოლის გატანა: ” მე რომ უფრო ზუსტი ვყოფილიყავი, ან დე ხეას არ ეთამაშა ესე ძლიერად, ჩვენ უფრო დიდი სხვაობით მოვიგებდით. ყველაფრის მიუხედავად, მთავარია გავიმარჯვეთ და ავიღეთ სამი ქულა”.
ხიხონის ”სპორტინგის” გულშემატკივარი
ოთხშაბათს ვილიასთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება. ის ითამაშებს იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც დაიწყო მისი კარიერა – ”ნოუ კამპზე” ხიხონის ”სპორტინგი” ჩამოდის. ”მათ წინააღმდეგ თამაში მე ყოვეთვის მიხარია. ეს ნაშნავს, რომ ისინი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ. ამ სეზონში მათ მოუმატეს თამაშის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალ”.



