მადრიდის “რეალის” სტადიონის, “სანტიაგო ბერნაბეუს” წინ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას პლაკატია გაკრული. საქმე ისაა, რომ პეპი რეკლამირებას უკეთებს ერთ–ერთ ესპანენურ ბანკს. ასე და ამგვარად სამეფო კლუბის დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს ყოველდღე მოედანზე შესვლისას მოუწევს თვალებში ჩახედოს მის მთავარ კონკურენტს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი იქნება ეს რეკლამა “ბერნაბეუს” წინ განთავსებული.

“სანტიაგო ბერნაბეუს” წინ გვარდიოლას პლაკატია გაკრული
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.