ყოფილმა “ბლაუგრანელმა” და ამჯერად “ნიუ იორკ რედ ბულზის” ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ მოწინააღმდეგე გუნდის გოლკიპერს ტრავმა მაშინ მიაყენა, როდესაც ფრანგი ვეტერანი თავისი გუნდის მიერ გატანილ გოლს აღნიშნავდა.
მაჰდი ბელუჩის მიერ გატანილი გოლის შემდეგ ტიტი ბადიდან გამოგორებულ ბურთთან მივიდა და უკანვე შეგდება სცადა. ეს არც ისე გასაკვირია, რადგან ფეხბურთელების უმრავლესობა ასე აღნიშნავს გოლს. გასაკვირი ისაა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე, კევინ ჰარტმენი იქვე იმყოფებოდა და უწყინარ სიტუაციაში დაშავდა.
“დალასის” გოლკიპერს, რომელიც ამერიკის ლიგაზე საუკეთესო მეკარედ ითვლება( საშუალოდ 0,58 გოლი მატჩში), სასწრაფოდ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა მარჯვენა მუხლზე – იტყობინება ამერიკული მედია.
“მე მხოლოდ და მხოლოდ ის დავინახე, რომ ორივე ფეხბურთელი გოლის შემდეგ ერთსა და იმავე დროს ცდილობდა ბურთის დარტყმას.” – აცხადებს მატჩის მთავარი მსაჯი, ილარიო გრაჯედა. “ფრანგ თავდასხმელს ნამდვილად არ სურდა ძალით ამერიკელისთვის ტრამვის მიყენება. ასეთი რაღაცეებიც ხდება.”
ინციდენტის ანრისეული გარჩევა კი ასეთია: “ბურთი კარებთან ახლოს იყო და როგორც ხშირად ვაკეთებ ხოლმე, უკანვე, კარებში შეგორება ვცადე. მეკარემ კი ფეხი ზუსტად იმ წამს დამიხვედრა. ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. მე შესვენებისას ბოდიში მოვუხადე მას, რადგან ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია. მან ჩემი ბოდიში მიიღო.”
[media=http://www.youtube.com/watch?v=jlpSk0XctZY]
