კითხვას: ითამაშებს თუ არა მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდმსხმელი კუნ აგუერო ხვალ ”ბარსელონას” წინააღმდეგ, საბოლოო პასუხი დღეს გაეცემა.
შეგეხსენებთ რომ არგენტინელმა მუხლის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. დღეს სამედიცინო შტაბი საბოლოო პასუხს გასცემს ყველა კითხვას, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ თავად აგუეროს მუხლში ტკივილები დღემდე აწუხებს. ექიმებს ამ ფაქტის გათვალისწინება მოუწევთ.

დღეს გახდება ცნობილი ითამაშებს თუ არა ხვალ აგუერო
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


