workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო: “ჩვენ შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ”

სერხიო: “ჩვენ შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ”

ოთხშაბათს, კატალონიის “ბარსელონას” საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეცმა პრეს–კონფერენცია გამართა, სადაც ტრადიციულად “ბარსას” წინა და შემდეგ მატჩებზე ისაუბრა. ასევე მან ყურადღება “ერკულესთან” შეხვედრაზე და სხვა თემებზე გაამახვილა

სერხიო ბუსკეცი: “მე არ ვიცი ეპარება თუ არა ვინმეს ჩვენს ძალებში ეჭვი, მაგრამ თუ კი, მაშინ მინდა იცოდეთ, რომ ეს ეჭვები მხოლოდ გარედანაა. კლუბში არანაირი ეჭვი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ შაბათს “ერკულესთან” დავმარცხდით. მაშინ უბრალოდ ცუდად ვითამაშეთ, რაც შედეგზეც აისახა. ჩვენ ეს მატჩი უკვე დავიწყებული გვაქვს და შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. მთავარია საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიმუშაოთ.”

“ფეხბურთში იდეალური თამაში არ არსებობს, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ მესის მიერ გატანილი მესამე გოლი მარტო “გოლი” არ იყო. ეს ხელოვნების ნიმუშია… ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ “პანათინაიკოსის” კარში 5 გოლზე მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.”

“ამ კვირაში ჩემი დებიუტიდან 2 წელი შესრულდება. ჩემთვის ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდთან ერთად თითქმის ყველა თამაში მოვიგე. თავს უკვე გამოცდილ ფეხბურთელად ვთვლი, მაგრამ ჯერ 22 წლის ვარ და კიდევ ბევრის სწავლა მჭირდება. მაგალითისთვის შემიძლია გავაუმჯობესო შორეული პასები და შორი დისტანციიდან დარტყმა.”

“როგორც მოგეხსენებათ “ლა ლიგას” მორიგი ტურის მატჩს “ბარსა” “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო მადრიდის” წინაამღდეგ გამართავს. მე ამ გუნდთან გასვლაზე მოგებული არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგი მომზადება გვმართებს. ჩვენ ხომ კვირას მადრიდში სტატისტიკის შეცვლას ვაპირებთ.”

“მინდა შევეხო “ოქროს ბურთს”. ჩემი აზრით ეს ტიტული არგენტინელ ლეო მესის ეკუთვნის. მე მას ყოველდღე, ვარჯიშებზე ვხედავ და დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მისი შესაძლებლობები ჩვეულებრივი ადამიანისას ცდება. ის ყველაზე მაღლა დგას! ასევე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩემს საგოლე პასთან დაკავშირებით. მე იმ მომენტში კარში დარტყმას ვცდილობდი, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ცუდად გამომივიდა და ბურთი დავიდ ვილიას მიუვიდა, რომელმაც ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში