კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველი, დანიელ ალვესი, იტალიური “ფიორენტინას” ინტერესის სფეროში მოხვდა. ალვესის შეძენის ინიციატორი, იტალიური კლუბის ახალი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა გახლავთ. იტყობინება, El Mundo Deportivo.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ესპანეთის ჩემპიონატში 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.