ცოტა ხნის წინ, საფეხბურთლო კლუბ “ბარსელონას” ახალმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ ინტერვიუ მისცა კატალონიურ სპორტულ გამოცემას “ელ მუნდო დეპორტივო”, სადაც დავიდმა განიხილა სხვადასხვა აქტუალური თემები.
რა მოხდა “ერკულესთან”?
უბრალოდ კარგი დღე არ გვქონდა. ჩვენ ისე არ მოვემზადეთ, როგორც ეს წინა მატჩში. ხანდახან შენ გაქვს ცუდი დღე, რაღაც განსხვავებული თამაში… მე ვნახე ამ მატჩის მიმოხილვა და მივხვდი, რომ ჩვენ მოგება შეგვეძლო. ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა, ახლა კი იმ შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ, რომელიც ამ მატჩში დავუშვით.
ეს “უბედური შემთხვევა” იყო?
დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი სიტყვაა. განსაკუთრეით იმიტომ, რომ ეს სეზონის დასაწყისია. სხვა მატჩები უკვე განსხვავებული იქნება.
ეს ხომ არ არის მატჩზე სხვანაირი დამოკიდებულების პრობლემა?
არა, მატჩთან დამოკიდებულებას წაგებაში წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის.
თქვენ თქვით, რომ უყურეთ მატჩის მიმოხილვას. ხშირად აკეთებთ ხოლმე მატჩის ანალიზებს?
დიახ. მე ამის გაკეთება მომწონს. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. როგორც ფეხბურთის თამაშით ვიღებ სიამოვნებას, ისე დიდ ეკრანზე ყურებით. მე ძალიან მიყვარს მიმოხილვების ყურება. უფრო ხშირად კი ამას წაგების შემდეგ ვაკეთებ ხოლმე.
რისი თქმა გსურთ გულშემატკივარისთვის?
ბევრი არაფრის. ეს უბრალოდ იყო “უბედური შემთხვევა” და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვექნება ბევრი ასეთი თამაში…
ახლა ყურადღების გადატანა “ჩემპიონთა ლიგაზეა” საჭირო. თქვენ აქ “ვალენსიასთან” ერთად გაქვთ ნათამაშები, მაგრამ ახლა თასის აღებას “ბარსასთან” ერთად ცდილობთ. ..
“ვალენსიასთან” ერთად ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. ჩვენ მეოთხედფინალშიც გავედით, რაც უკვე დიდი მიღწევაა. ასევე ძალიან კარგად ვითამაშეთ “ჩელსისთანაც”, მაგრამ იმ თამაშში გამარჯვება არ გვეწერა. ახლა მე მოუთმენლად ველოდები “პანათინაიკოსთან” დაპირისპირებას და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, როდესაც შენ “ბარსას” გუნდის წევრად გრძნობ თავს.
და რა თქმა უნდა თასის აღება…
ცხადია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ჩვენი მიზანი “პანათინაიკოსის” დამარცხებაა. ეს “ლა ლიგა” არაა და აქ ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
“ერკულესის” წაგების შემდეგ, “პანათინაიკოსსზე” იყრით ჯავრს?
ფეხბურთში ყოველთვის არსებობს რევანშის აღების სურვილი. მართალია “ერკულესის” გამო ჩვენ ოდნავ უკან მოგვიწია დახევა, მაგრამ ჩვენს ადგილს “პანათინაიკოსთან” მატჩის შემდეგ დავიბრუნებთ. ფეხბურთში ყველაფრის შეცვლა 3 დღეშია შესაძლებელი…
იცით რას ნიშნავს “უემბლი” ფანებისთვის?
დიახ და ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს სეზონი განსაკუთრებულია. არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ყველა ფეხბურთელის გონებაში “უემბლის” დიდი ადგილი უკავია, მაგრამ ყველაფერი ნელ–ნელა უნდა გავაკეთოთ.
რა გახსოვთ ამ ფინალის დაკავშირებით?
მე ვნახე კუმანის გოლი, საფინალო სასტვენი კი ათასჯერ გავიგონე…
სად უყურეთ ამ მატჩს?
ალბათ სახლში, რადგანაც მამაჩემს ჩემთან ერთად ფეხბურთის ყურება ძალიან მოსწონდა.
რაიმე მოგონება გაკავშირებთ ამ მატჩთან?
კუმანი იმ თამაშის საუკეთესო მოთამაშე იყო. მე მისით მთელი თამაშის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი. ადვილი ნამდვილად არაა, რომ მთელი მსოფლიო მოხიბლო შენი თამაშის სტილით მოხიბლო.
ახლა თქვენ ხართ “Dream Team”-ში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ და შეეწყობით მათ?
ჩემმა თანაგუნდლებმა ყველაფრის მოგება ერთ წელიწადში შეძლეს და ძალიან რთულია ამ გუნდის სრულფასოვან წევრად იგრძნო თავი. მე მათთან ყოფნით თავს ამაყად ვგრძნობ.
რას გრძნობთ “ბარსაში” ყოფნის პირველ კვირებში?
რაც აქ ვარ ყველაფერი კარგი ხდება. მხოლოდ შაბათს მოხდა ერთ ცუდი რამ…
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თქვენ სულ “ბარსაში” თამაშობდით…
მე აქამდე “ბარსადან” ბევრ ფეხბურთელეს ვიცნობდი და ადაპტირებაც უფრო ადვილია. მე ძირითადად ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრებიდან ვიცნობ, მაგრამ ასევე გაბი მილიტოს “სარაგოსადან” და ლეო მესის რეკლამებიდან. ჩემთვის ამ ადამიანებთან კონტაქტების დამყარება ძალიან მარტივია.
ამ ფეხბურთელებთან ერთად თქვენ ფლანგზე თამაში უფრო გირჩევნიათ თუ ცენტრში?
სადაც მწვრთნელი დამაყენებს მე იქ ვითამაშებ. თუ ის ფიქრობს, რომ მე ფლანგზე უკეთესად გამომდის თამაში, ფლანგზე დავდგები და თუ ფიქრობს, რომ ფორვარდის პოზიციაზე, მაშინ შუაში შევიწევ. მე მინდა, რომ გუნდს დავეხმარო და ამისათვის მოედანზე ყველაფერს გავიღებ.
ადვილად იცვლით თამაშისას პოზიციებს?
გუნდში 6 თუ 7 ფეხბურთელს პოზიციის შეცვლა შეუძლია, რის გამოც ამის გაკეთება უფრო ადვილად გამომდის.
რა განსხვავება იგრძენით ვარჯიშებში?
ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ბურთის კონტროლზე. ამას ყოველ კვირას ვაკეთებთ. არც “ვალენსიაში”, არც “სარაგოსაში” და არც “სპორტინგში” ამაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია.
არსებობს რაიმე, რასაც არ ელოდით?
სიმართლე, რომ გითხრათ არა. მე თვენახევარი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სამხრეთ აფრიკაში გავატარე.
მოქმედებს თქვენზე იბრას ფაქტორი?
ამაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. როდესაც ის აქ იყო გუნდში თავის დამკვიდრება უფრო რთული იყო, რადგანაც აქ ძალიან ბევრი კარგი ფორვარდი თამაშობდა. მე ახლა ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავო, რადგანაც უფრო მეტი სათამაშო დრო მოვიპოვო.
რას ფიქრობთ გუარდიოლაზე?
მისი შედეგები ყველაფერს ამბობს. მე მასზე ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია…
რაიმე კერძო დარიგება მოგცათ?
არა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ მე როგორც თავდასხმას, ისევე დაცვას უნდა მივხედო. ეს უკანასკნელი კი ჩემთვის უჩვეულოა.
გაქვთ თუ არა პირადი მიზანი?
ცდა და დახმარება. როგორც ცოტა ხნის წინ ჩავიმ თქვა, ინდივიდუალური შესაძლებლობის გამომჟღავნება, მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მთელი გუნდი კარგად თამაშობს.
თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ გუნდის ბომბარდირი. იქნება თუ არა თქვენსა და მესის შორის რაიმე შეჯიბრის სახით?
იმედია სეზონის ბოლოს ამაზე ვიფიქრებთ. ეს გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება.
ისე ჩანს, რომ თქვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გესმით…
დიახ. ის მოფლიოში საუკეთესოა და ვფიქრობ, რომ მის გარშემო მყოფი ფეხბურთელები მისი დახმარებით კლასს იმაღლებენ. მასთან თამაში გარანტიაა იმისა, რომ შენ უფრო კარგად ითამაშებ.
მადრიდთან თამაშზე რას იტყვით…
მათ გარდა ჩვენი კონკურენტები არიან შემდეგი გუნდები: “ვალენსია”, “სევილია”, “ვილიარეალი” და “ატლეტიკო”. ასე, რომ მადრიდი უბრალოდ ერთ–ერთი კონკურენტია.