workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ის მაინც დაბრუნდება!”

“ის მაინც დაბრუნდება!”

სერიალი სახელად “ფაბრეგასი” დიდი ხანია გრძელდება. კატალონიის “ბარსელონა” უკვე მეორე წელია ცდილობს დაიბრუნოს ფეხბურთელი, რომელიც “არსენალის” კაპიტანია. “მეთოფეები” სასტიკ უარს აცხადებენ ფეხბურთელის გაყიდვაზე. როგორც ამ ზაფხულს “არსენალის” პრეზიდენტმა თქვა, იგი სესკს მხოლოდ 60 მილიონ ევროდ შეელევა. სასაცილოა არა?

დღეს კატალონიის “ბარსელონა” “პანათინაიკოსს დაუპირისპირდება. ბერძენთა ფეხბურთელმა და  ყოფილმა “მეთოფემ”, ჟილბერტო სილვამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა ფაბრეგასის “ბარსაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.  ბრაზილიელს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს სესკთან და როგორც თვითონ ამბობს, მან იცის ფაბრეგასის სურვილი.

 “მე ვიცი რა სურს ფაბრეგასს. იგი ბრწყინვალე ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ლონდონელთა კაპიტანია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ის დაბრუნდება “ბარსაში!”– განაცხადა ჟილბერტო სილვამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სესკთან ერთად იცავდა “არსენალის” ღირსებას.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში