იოჰან პუჩი (Johan Puig) – “ბარსელონას” თავგადაკლული ფანია. ის ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი, ხანში შესული ჩიტროენ 2CV-ით, რომელიც ბლაუგრანას ფერებშია შეღებილი, დღეში 50 წრეს თუ დაარტყამს “ნოუ კამპს”, “ბარსა” იმ დღეს უთუოდ გაიმარჯვებს.
ამ რიტუალს, საფუძველი შორეულ 1973 წელს ჩაეყარა, როდესაც იოჰანის მამამ ავტომობილი იყიდა და შვილი ბლაუგრანას არენის გარშემო საკატაოდ წაიყვანა. იმ ღამეს, “ბარსამ”, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალი” დასცა ბეჭებზე, გაუტანა რა ხუთი უპასუხო გოლი. თანაც, ბოლო 18 წელიწადში ეს პირველი შემთხვევა იყო კატალონიელთა “ბერნაბეუზე” ზეობისა.
ასე იშვა ოჯახური ტრადიცია, რომელმაც მცირე სახეცვლა განიცადა. იოჰანმა გადაწყვიტა, ერთის მაგივრად, არც მეტი, არც ნაკლები 50 წრე დაერტყა “ნოუ კამპისთვის”, თანაც ყოველდღიურად. დღეს ეს პატივცემული პიროვნება 42 წლისაა და ზემოხსენებულ რიტუალს ყოველდღე ასრულებს. ჩანაფიქრი მარტივია – რაც მეტი წრეა, მით უკეთეს შედეგს აჩვენებს კლუბი.
დღეისათვის, იოჰანის ანგარიშზე 80 ათას წრეზე მეტია. მისი თქმით, ეს რიტუალი მამას ახსენებს, რომელიც თამბაქოს ფაბრიკის მეპატრონე გახლდათ და შვილთან დიდხანს ყოფნას ვერ ახერხებდა. მამა-შვილის ურთიერთობის იშვიათი წუთები “ნოუ კამპის” გარშემო ყოველკვირეულ რანდევუს უკავშირდებოდა.
არა, კრუიფს არ ვგულისხმობ, როგორც ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, საუბარი იოჰან კრამერზეა, ჰოლანდიელ რეჟისორზე, რომელმაც ამ არაჩვეულებრივი ისტორიის გადატანა კინოფირზე გადაწყვიტა.

80 000 წრე კამპ ნოუს გარშემო
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.