დავიდ ვილიამ ინტერვიუ მისცა კატალონიურ გამოცემა ”სპორტს”, სადაც ისაუბრა ”ჰერკულესთან” წაგებულ მატჩზე და ჩემპიონთა ლიგის პირველ თამაშზე, რომელიც ხვალ ”კამპ ნოუზე” გაიმართება. ”ბარსას” ახალ შენაძენს უნდა დაივიწყოს განცდილი მარცხი და იფიქროს მომავალ შეხვედრებზე: ”ჩვენ სირთლეებს არ უნდა შევუშინდეთ, საჭიროა დავივიწყოთ ეს წარუმატებლობა და ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგაზე, პირველივე თამაშში სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ არ დავმარცხდებით! ჩვენ დავთმეთ მატჩი ”ჰერკულესთან”, რადგან მაშინ ჩვენი დღე ნამდვილად არ იყო, ბედი არ გვწყალობდა, რაც არ უნდა კარგი იყოს გუნდი მას შეიძალება უბრალოდ არ გაუმართლოს და ვერ მოიგოს”.
წარუმატებლობის მიზეზად ვილიამ სანაკრებო თამაშებიც დაასახელა: ”ჩვენ ჩავატარეთ ორი ურთულესი მატჩი ლიხტენშტეინისა და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ, ამიტომ არ ვიყავით კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში. ასე ვთქვათ შეგვეყარა ”ფიფას ვირუსი”, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ყოველივე”.
როგორც იცით ვილია თამაშობს შეტევის მარცხენა მხარეს, მან რამდენიმე სიტყვით ამაზეც ისაუბრა: ”მე ყოველთვის მომწონდა აქ თამაში, ვფიქრობ აქ უფრო მეტი თავისუფლებაა. იმედი მაქვს ”ბარსელონა” შინარჩუნებს იმ ფორმას, რაც მას წინა წლებში გააჩნდა. ძალიან მინდა ამ კლუბში დიდხანს დარჩენა, მე და ჩემს ოჯახს მოგვწონს ამ ქალაქში ცხოვრება, მე უკვე შევეჩვიე ”ბარსას” ფილოსოფიას, აქ ყოველი დღე განსაკუთრებულია”.
