14 სექტემბერს “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება, მათ შორის D ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ბერძნული “პანათინაიკოსი” დაუპირისპირდებიან. ამ სტატიაში კი მე შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის სტატისტიკებს ამ ორი გუნდის შესახებ, რომელიც “UEFA”-ს ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.
- ბოლო 9 გათამაშებიდან “ბარსელონამ” პლეიოფში გასვლა 8–ჯერ მოახერხა. ზედიზედ სამი წელი კი ისინი ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.
- “პანათინაიკოსი” “ევროპა ლიგიდან” დაბრუნდა. მათი უდიდესი მიღწევა “ჩემპიონთა ლიგაზე” 2001/02 წლებში დაფიქსირდა, სადაც მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს, მაგრამ იქ “ბარსელონა” დახვდათ და ამიტომაც ნახევარფინალის საგზურს დაემშვიდობნენ.
წინა შეხვედრები
- ბოლო 4 შეხვედრიდან “ბარსამ” 2–ის მოგება შეძლო. აქედან ერთ–ერთი ანგარიშით, 5:0. ეს თამაში 2005/06 წლის სეზონში გაიმართა. მატჩში მონაწილეობას არგენტინელი ლეო მესიც ღებულობდა, რომელმაც გოლის გატანაც შეძლო.
- 2001/02 წლის სეზონის მეოთხედფინალში საბერძნეთში ანგარიში მასპინძლების სასარგებლოდ, 1:0 დაფიქსირდა, ხოლო კატალონიაში “ბარსამ”, 3:1 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.
- “ბარსელონას” ბერძნებთან 5–ივე საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს. ყველაზე დიდი სხვაობები 2001/02 წლებში “აეკთან” ანგარიშით, 5:0 და 1975/76 წელს “პაოკთან”, ანგარიშით 6:1 დაფიქსირდა.
- “პანათინაიკოსს” ესპანეთში ნათამაშები ბოლო 11 თამაშიდან 10 წაგებული აქვს, ხოლო ერთი ფრედ აქვს დასრულებული, რომელიც 2008/09 წლებში “ვილიარეალთან” ითამაშა.
მატჩის ბექგრაუნდი
- “ბარსას” ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 მოგებული აქვს. მათ ბოლოს “ჩემპიონთა ლიგაზე” ნახევარფინალში, “ინტერთან” წააგეს.
- 2 წლის წინ “პანათინაიკოსმა” ჯგუფური ეტაპი 2 მარცხით დაიწყო, მაგრამ ამას შემდეგ 1 ფრე და სამი გამარჯვება მოჰყვა, რის შედეგადაც 7 წლიანი შესვენების შემდეგ მათ მერვედფინალში გასვლა მოახერხეს.
- მათი “ჩემპიონთა ლიგაში” ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა. მერვედფინალში ბერძნები “ვილიარეალს” შეხვდნენ. მატჩი, რომელიც საბერძნეთში გაიმართა ფრედ დასრულდა, ხოლო გასვლაზე “პანათინაიკოსმა” თამაში ანგარიშით, 2:1 დათმო.
კავშირები
- ლუის გარსიამ თავისი კარიერა “ლა მასიაში” დაიწყო. მასთან ერთად აკადემიაში კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ვიქტორ ვალდესი სწავლობდნენ. 5–ივე ფეხბურთელი 2003/04 წლებში ერთ გუნდში თამაშობდა, მაგრამ გარსია მალე “ლივერპულის” ფორმით მოგვევლინა.
- ლუის გარსია და გიურკას სეიტარიდისი 2 სეზონის მანძილზე “ატლეტიკო მადრიდში” თანაგუნდელები იყვნენ. ბოლო სეზონი ლუისმა “რასინგის” შემადგენლობაში გაატარა, ახლა კი იგი “პანათინაიკოსის” ღირსებას იცავს.
ბერძნების ცენტრალურმა მცველმა, ჟოსუ სარეჟიმ კარიერის ნაწილი ესპანეთში თამაშს დაუთმო, კერძოდ კი იგი “ალავესისა” და “ატლეტიკის” მაისურით თამაშობდა. - სებასტიან ლეტო და ხავიერ მასკერანო 2007/08 წლებში თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო სიდნი გოვუ და ერიკ აბიდალი ერთად 3 წელი, “ლიონის” შემადგენლობაში თამაშბდნენ.
- ჟილბერტო სილვა და დანიელ ალვესი ნაკრებში ერთად თამაშობენ. ასევე სისე, გოვუ და ჟეან–ალაინ ბამსონგი ერიკ აბიდალთან ერთად საფრანგეთში გამოდიან. კედრიკ კანტე და სეიდუ კეიტა კი მალის ღირსებას იცავენ.
- 2007 წელს, კოშტას კაცურანისმა ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს საბერძნეთისა და ესპანეთის ნაკრებები ხვდებოდნენ, გოლის გატანა შეძლო. ეს მატჩი ესპანეთმა ანგარიშით, 3:2 მოიგო.



