workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მასკერანოს იცავს

მესი მასკერანოს იცავს

“ბარსელონასა” და არგენინის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ხავიერ მასკერანოს დაცვას შეეცადა. შეგახსენებთ, რომ ხავიერი 2010 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე “ბარსამ”, “ლივერპულისგან” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადმოიბირა.

ლეო მესი: “ხავიერს მე ძალიან კარგად ვიცნობ და ისიც კარგად მომეხსენება, რომ მას სინდისი და ნამუსი გააჩნია, მაგრამ მე მაინტერესებს, გააჩნია თუ არა ეს “ლივერპულის” მწვრთნელს? მასკერანოს ოჯახი ინგლისში ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. არ ყავდათ მეგობრები და კულტურასთან შეგუებაც უჭირდათ. პირად საუბარში მან მითხრა, რომ რამდენიმეჯერ ცოლის დასამშვიდებლად ვარჯიშიდან წასვლაც კი მოუხდა. მე მესმის და ვაფასებ მის საქციელს. იგი ფეხბურთზე წინ საკუთარ ოჯახს აყენებს, რაც ძალიან კარგი თვისებაა.”

“მთელი “ლივერპულის” ხელმძღვანელობა ელოდა იმას, რომ ხავიერი ადრე თუ გვიან გუნდიდან წავიდოდა და ამისთვის მზადაც იყვნენ. მასკერანომ კი მსოფლიოში საუკეთესო კლუბში მოხვედრის შანსი ხელიდან არ გაუშვა. აქ იგი და მისი ოჯახი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და ვიმედოვნებ, რომ ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდება.”

“ასევე ხავიერმა გამიმხილა თავისი სურვილი. მას სურს, რომ მისმა ლივერპულელმა ფანებმა იცოდნენ, რომ იგი მათი დიდი მადლობელია და რომ მათ მის გულში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში