დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა.
“ერკულესთან” მატჩში გულშემატკივრებს იმედები გავუცრუეთ. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ ძალიან ცუდი დღე გვქონდა, არაფერი გამოგვდიოდა მოედანზე. რთულია როდესაც შენი დღე არ არის ითამაშო ისე, როგორც ეს გულშემატკივარს სურს. ეს მარცხი სწრაფადვე უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ, ჯერ მხოლოდ ახლა იწყება ამ მარცხით არაფერი გადაწყვეტილა”.
“პანათინაიკოსი” ძალიან კარგი და მოტივირებული გუნდია, ისინი ყოველთვის მოსაგებად თამაშობენ. ჩვენ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა მოვიგოთ “კამპ ნოუზე”. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ამ თამაშისაგან სიამოვნება მივიღოთ ჩვენც და სიამოვნება მივაღებინოთ გულშემატკივარსაც, ეს ჩვენი დევიზია და ამას არასდროს შევცვლით”.
