შედგა “ბარსელონას” ახალწვეულის ხავიერ მასკერანოს დებიუტი “ბარსელონას” შემადგენლობაში, უნდა ითქვას, რომ ეს დებიუტი არცთუ ისე სასიამოვნო გახლდათ. “ბარსელონელი” ფეხბურთელები “ერკულესთან” 0:2 დამარცხდნენ სახლში.
მასკერანომ მოედანზე 47 წუთი დაჰყო, ამ დროში მოასწრო და მიიღო ყვითელი ბარათი და გადარჩა წითელი ბარათის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ ხავიერი საკმაოდ ხისტად თამაშობდა. კერძოდ კი როისტონ დრენტეს წინააღმდეგ. სწორედ მას შემდეგ გავიდა გოლი, რაც მან წააქცია როისტონ დრენტე და დაიდო საჯარიმო დარტყმა. ჯარიმა თვით დაზარალებულმა შეასრულა, ამას კი ანგარიშის გახსნა მოჰყვა.
მასკერანოს პირადი სტატისტიკა:
ითამაშა: 47 წუთი
გადაცემა გააკეთა: 47
აქედან ზუსტი გადაცემა: 45
დაკარგვა: 2
ჩაჭრა ბურთი: 1
ყვითელი ბარათი: 1
თამაშის წესის დარღვევა: 3
