ექს – “ბარსას” ფეხბურთელმა ედმილსონმა “ბარსა ტვ” –სთან საუბარში განაცახა, რომ ლა ლიგის ფავორიტი კვლავ “ბარსელონაა”.
“ბარსელონა” არასდროს დაიღლება ტიტულების მოგებით. ახლა გუნდში 8 მსფოლიო ჩემპიონი არის რაც უფრო მეტ მოტივაციას მატებთ მათ. მე ეს ძლიან მახარებს, ამ შესანიშნავ კლუბში ოთხი ძალიან კარგი და დაუვიწყარი სეზონი გავატარე. ლა ლიგას ორი უმთავრესი ფავორიტი ყავს “ბარსა” და “რეალი”, მაგრამ ვფიქრობ ამ დუელში ფავორიტი მაინც “ბარსელონაა”. მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყდეს “ატლეტიკო” და “სევილია”. ეს ორი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ამ ორ “გიგანტს” ხელი შეუშალოს ჩემპიონობაში”.
ედმილსონმა “ბარსა ბ” – ზეც ისაუბრა. “ძალიან კარგი მეორე გუნდი ჰყავს “ბარსელონას”. მათ სჭირდებათ სწორი მიმართულება და ამის შემდეგ ისინი მოედანზე ყველაფერს გააკეთბენ მოსაგებად. თუ “ბარსელონას” პირველ გუნდს დასჭირდება, რომელიმე მათგანი თამამად შეუძლია გამოიძახოს მწვრთნელმა თითოეული მათგანი”. ედმილსონი ბრაზლიურ ფლანგებსაც შეეხო. “ადრიანო და ალვეში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ისინი ძალზე ენერგიულები, ტექნიკურები და სწრაფები არიან. თუკი ორივე მათგანს ერთად თამაში მოუწიათ საპირისპირო ფლანგებზე, მაშინ ეს “ბარსელონასთვის” ძალიან კარგი იქნება, რადგანაც “ბარსას” ძალაინ სწრაფი და შემტევი ფლანგები ეყოლება”.
წყარო: barcamania.com



