საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველმა ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ იგი კიდევ დიდხანს აპირებს დარჩეს “ბარსელონაში” და არავითარ შემთხვევაში არ გადავა სხვა კლუბში.
“ან “ბარსელონა” ან პენსია, სხვა ვარიანტი ჩემთვის არ არსებობს. თუ გამიხანგძლივებენ კონტრაქტს რათმაუნდა სიამოვნებით დავრჩები კატალონიურ კლუბში და ვეცდები უფრო მეტი და მეტი ტიტული მოვიპოვო. “ბარსელონა” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ კლუბში საკმაო ხანია უკვე ვასპარეზობ და გამიჭირდება ადვილად გამოთხოვება, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა დავრჩე ამ მართლაც, რომ შესანიშნავ კლუბში”.
შეგახსნებთ, რომ აბიდალს ახლანდელი კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2012 წლამდე აკავშირებს.
წყარო: elmundodeportivo.es