სესკი – უმაღლესი შემოქმედი

სესკი – უმაღლესი შემოქმედი

სესკ ფაბრეგასმა გასული სეზონი შესანიშნავი ფორმით დაასრულა და კვლავაც იგივე ფორმით აგრძელებს ასპარეზობას. სესკმა “გასაღების” როლი ითამაშა “ელჩეს” წინააღმეგ გამარჯვებაში. მან ულამაზესი საგოლე პასი გაუკეთა პედრო როდრიგესს, რომელმაც “ბარსას” ნახევარმცველს შრომა დაუფასა და უშანსოდ დატოვა გოლკიპერი ტონიო. გუშინდელი საგოლე პასის ჩათვლით, ნახევარმცველს ლა ლიგაში 11 ასისტი დაუგროვდა. მან ასევე, 13 გოლის გატანა მოახერხა ყველა ჩემპიონატში.

ეს ყოველმხრივად შესანიშნავი შესრულება ფარგესასისგან, რომელმაც წინა მატჩში ადვილად ააღნიშნინა პედროს ჰეთ-თრიქი. “ელჩესთან” მატჩში, “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, მეორე ნახევარში ასევე მოიპოვა პენალტი, რომლის გამოყენებაც ჩავიმ ვერ შეძლო. ახლა, ფაბრეგასის მისიაა შეინარჩუნოს აღნიშნული ფორმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა