“მანჩესტერ იუნაიტედი” ფერმინ ლოპესის შეძენით დაინტერესდა, მაგრამ “ბარსელონას” პოზიცია უცვლელია – ესპანელი ნახევარმცველი არ იყიდება.
SPORT-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ფერმინის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მოიკითხა, თუმცა კატალონიელები ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად სარფიან წინადადებას მიიღებენ.
23 წლის ნახევარმცველი ჰანსი ფლიკის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თავად ფერმინიც “ბარსელონაში” ბედნიერია და კლუბის დატოვების სურვილი არ აქვს.
2026 წლის თებერვალში ფერმინ ლოპესმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესი ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი მოკითხვით შემოიფარგლება და კლუბებს შორის ოფიციალური სატრანსფერო მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

ლისანდროზე იწერება მართლა ჩვენი სტილის ფეხბურთელია მაგრამ ძალიან დაბალია სტანდარტულებზე ისედაც პრობლემები გვაქვს.ფლიკის ტაკტიკისთვის ზედგამოჭრილია ჩინური მასკერანოა რა😂