“პარი სენ ჟერმენი” ზაფხულში, შესაძლოა, სალვატორე სირიგუმ დატოვოს. Le10sport იტყობინება, რომ პარიზელებს იტალიელის შემცვლელად, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეებიდან ერთ-ერთი სურთ: ვიქტორ ვალდესი ან იკერ კასილიასი.
უკვე ნათელია, რომ ვალდესი ზაფხულში “ბარსელონას” დატოვებს. ასევე, დიდი შანსია იმის, რომ “რეალის” დატოვება გადაწყვიტოს კასილიასმა, რომელიც დიდი ხანია მადრიდულ კლუბში №1 გოლკიპერად აღარ ითვლება. პსჟ-ს სურს ისარგებლოს ამ სიტუაციით და მსოფლიო დონის რომელიმე მეკარე შეიძინოს.