“სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდთან” განცდილი მარცხის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან მედიასთან პირველი კომენტარი პედრიმ გააკეთა. კანარელმა ნახევარმცველმა შეხვედრის დასრულებისთანავე DAZN-ის ეთერში გუნდის თამაში თვითკრიტიკულად შეაფასა.
პირველი ტაიმის შეცდომები და მეტოქის კონტრშეტევა
პედრიმ აღიარა, რომ გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება ვერ შეძლო:
“ზოგადად, კარგი მატჩი არ ჩაგვიტარებია. პირველ ტაიმში საკუთარ თავს არ ვგავდით და ბევრი რამ დაგვაკლდა, რისი გაკეთებაც უკეთ შეგვეძლო. მეორე ნახევარში ანგარიში გავათანაბრეთ და უკეთაც გამოვიყურებოდით, თუმცა მათი მეორე გოლი ისეთ კონტრშეტევას მოჰყვა, რომლის დროსაც დაცვაში ცუდად ვიმოქმედეთ”.
ბურთის დაბალი ტემპი და უაზრო დანაკარგები
ახალგაზრდა ნახევარმცველმა განსაკუთრებული ყურადღება მოედნის ცენტრში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა:
“ბურთის გადაადგილების რიტმი დაგვაკლდა. პირველ ტაიმში ძალიან ნელები ვიყავით და ბურთი ბევრჯერ უაზროდ დავკარგეთ, ასეთ გუნდებთან კი ამისთვის ისჯები. წინსვლისთვის თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ეს მხოლოდ სამი ქულაა. გვინდოდა, ელ კლასიკო ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად მოგვეგო, თუმცა სეზონი ძალიან გრძელია”.
სიმშვიდისკენ მოწოდება: ჩემპიონატი აქ არ წყდება
მიუხედავად იმედგაცრუებისა, პედრიმ თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა:
“ლა ლიგა ძალიან გრძელია. ეს ისეთი მატჩია, რომლის მოგებაც ყველას გვსურს, რათა გამარჯვება გულშემატკივრებს მივუძღვნათ. ეს ვერ შევძელით, დამწუხრებულები მივდივართ, მაგრამ უკვე შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. სეზონი ჯერ კიდევ დიდია და ჩემპიონატი აქ არ მოიგება”.
ფლიკი ძან ჯიუტია
კაცმა ვერ გაიგო რო ამოწეული დაცვით
სწრაფ ვინგერებთან არააა
როდრი პედრი რო ცენტრს ჩუამენტს დაუტოვებს
…
პედრის ამდენი შეცდომა ერთ მატჩში მე არ მახსოვს. ზოგადად ფლიკი მაგარი ჯიუტი კაცია ეტყობა, მიხედე დაცვას, არაა სავალდებულო ყველას 5-0 მოუგო, 1-0 და ნაღდი 3 ქულა ჯობია. ასეთი შემტევი იყო არტეტას არსენალი თავიდან, მარა რომ გაარღვია ყველამ ახლა მინი ატლეტიკო გახდა.
ეხ პედრო, კი არის ჯერ ოქტომბერი მაგრამ არც აპრილი მაისში გექნებათ უკეთესი თამაშები ფლიკის ამოწეული დაცვით. ლიგა რომ მოიგოთ ამის შანსი ნულის ტოლია! მგონი რომ ლალიგაც სანატრელი გახდეს😡