workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარი წაგებული კლასიკოს შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი წაგებული კლასიკოს შემდეგ

ელ კლასიკოში “რეალ მადრიდთან” განცდილმა 1-2 მარცხმა “ბარსელონასთვის” ურთულესი კვირა დააგვირგვინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენთან” წაგებით (2-4) დაიწყო. პრესასთან შეხვედრამდე ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელები გასახდელში შეკრიბა და მათთან ისაუბრა, რის შემდეგაც მედიასთან უშუალოდ მატჩი გააანალიზა.

ენერგიის ნაკლებობა და მეტოქის კონტრშეტევა

გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდს ჩვეული ფიზიკური კონდიციები აკლდა:

“კმაყოფილი არ ვარ. დღეს გამოჩნდა, რომ ასი პროცენტით სწრაფები და ენერგიულები არ ვიყავით. ჩვეულებრივ, გაცილებით მეტი ენერგია გვაქვს ხოლმე. მეორე ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მეტოქეს კი მეორე გოლის გასატანად მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა. შეხვედრას ვაკონტროლებდით და ანგარიში 1-1 გავხადეთ. ბოლოს პრესინგზე გადავედით, მათ კი სწრაფი კონტრშეტევით გაიტანეს. ეს ჩვენთვის სასიამოვნო არ არის, თუმცა რეალობა უნდა მივიღოთ. მარცხიც ფეხბურთის ნაწილია”.

პირველი წაფორხილება ლა ლიგაში და ძალების აღდგენა

გერმანელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ გადატვირთული კალენდრის შემდეგ მოთამაშეებს გონების გადართვა სჭირდებათ:

“ეს ლა ლიგის ათ შეხვედრაში პირველი წაგებაა. საუკეთესო დონეზე არ ვთამაშობთ, რაც სწორედ სისწრაფის ნაკლებობას უკავშირდება. მომდევნო მატჩამდე მოსამზადებლად მთელი კვირა გვაქვს. გუნდში ენერგია უნდა აღვადგინოთ”.

დე იონგის დაბრუნება და სატურნირო ლიდერობა

კლუბის შიდა მედიასთან საუბრისას ფლიკმა შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება:

“გულდაწყვეტილი ვარ. 1-1-ზე თამაშს ვაკონტროლებდით და მეორე გოლის გატანის შანსიც გვქონდა, თუმცა იღბალი დაგვაკლდა. შეცდომები დავუშვით და მათ გოლები გაიტანეს. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა შეგვიძლია უკეთ გავაკეთოთ. ვიცით, რომ ბოლო კვირა იდეალური არ ყოფილა – წაგება პარიზში და პირველი მარცხი ჩემპიონატში, მაგრამ ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ”.

მწვრთნელმა კმაყოფილება გამოხატა ფრენკი დე იონგის მოედანზე დაბრუნების გამო, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველი წუთები ჩაატარა.

ახლა “ბარსელონას” სრული ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი ექნება, რათა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ალავესის” მასპინძლობისთვის ძალები აღიდგინოს და წარუმატებელი სერია დაასრულოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

დატოვე კომენტარი

  • walker599
    walker599 ვეტერანი
    schedule 26 ოქტ 2026, 12:22
    #9

    აი ხერარდ მარტინს როგორ გაუმართლა რო ესპანეთში დაიბადა, თორე წარმოიდგონეთ ეგ რო ქართველი იყოს, ეროვნულ ლიგაშიც ვერ ითამაშებდა როჟა ტუპოია, მარა ფლიკის ბრალია, ასი წელი მაგას რეალში სკამზეც არ დასვავენ, დღეს რეალის ზამენის მცველები ჩვენ ძირიტადის მცველებს ჯობიან, ტიპებს სკამზე ყავთ არნოლდი, დუმფრისი, კარერასი, რუდიგერი და მილიტაო, ალბათ ეს ფეხბურთელები ბარსაში რო იყვნენ ყველა სასტავში იქნებოდნენ, ჰაა ჰაა კუბარსი ყოფილიყო სასტავში, მოეთხოვა ფლიკს დუმფრისი 20 ლიმონად ნაჩუქარი იყო და ვიღაცა მაღალი და ჯანიანი მცველი ძლივს გვეყოლებოდა თან მაშინ როცა არაუხო წავიდა, მოკლედ კიდე ბევრის დაწერა შემიძლია უბრალოდ ფლიკმა თავისი მაქსიმუმი დადო და დიდი მადლობა ამისთვის მარა ეს კაცი ლიგას ვერ მოიგებს ვერასდროს.

  • sandro89
    sandro89 ვეტერანი
    schedule 26 ოქტ 2026, 12:05
    #7

    მარტინი ბალდე კანსელო ამ დაცვით შორს ვერ წავალთ

  • joy
    joy გულშემატკივარი
    schedule 26 ოქტ 2026, 11:54
    #6

    ალბათ წინა ცხრა მოგებულმა თამაშებმა გაგვიჩინა ფუჭი იმედები, ბოლო ორივე თამაში იყო დამფრთხალი გუნდის შეშინებული თამაში, პსჟ-სთან პედრი, ჟოან გარსია და ესპარტი მაინც ბრწყინავდნენ, აქ რეალთან კი მთლიანი გუნდი იყო სრულიად ამოვარდნილი კალაპოტიდან, საშინლად ითამაშა ყველამ, უამრავი ბურთის დაკარგვა, ცუდი პრესინგი, გადამწყვეტ მომენტებში ღორობა და პასების არ მიცემა, ნუ მთელი ბუკეტი იმისა რომ როგორ არ უნდა ითამაშოს გუნდმა! ვერ დავიჯერებ რომ ასე ყველას ერთად დაავიწყდა სწორად თამაში, ვრწმუნდები რომ ფლიკის არასწორი მითითებები არის მიზეზი! როგორ შეიძლება როდრი გყავდეს და ვერ იყენებდე არასწორად შერჩეული პოზიციის გამო???!!!!! თუნდაც იმ ამოწეულ დაცვამდე მაინც დაწიე როდრი ცოტა უკან ამხელა ნაპრალები რომ არ დარჩეს კონტრშეტევებისას!!! რატომ უნდა იყოს პედრი როდრის უკან პოზიციაზე???? ურემი რომ გადაბრუნდება მერე გამოჩნდება გზაო — რამდენჯერ უნდა გადაბრუნდეს ფლიკის ურემი გზა რომ დაინახოს ამ კაცმა????!!!! გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია, რომლებიც არ არიან ნაკრების მწვრთნელების ხშირი ცვლილების მომხრეები ეტყობა არცთუ ძაან ტყუოდნენ ფლიკის მალევე გაშვებაში…. ცოტა ფლიკის გემოვნებაც ვერ გავიგე, ამჟამად არც არავინ ყავს ხეიბარი მარტინის შემცვლელი, მაგრამ პირობითად როცა ყავდა ქრისტენსენი, არაუხო, კორტესი, კუნდე, გარსია მაშინაც უპირველესი არჩევანი იყო მახინჯი ხეიბარი მარტინი!!!! არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ ლაპორტიც რომ ეყიდათ ამ ზაფხულს მაინც მარტინის რომ არ აირჩევდა!! ვისაც ამოიჩემებს და ძირითადს არ აკარებს, წუთებსაც კი არ აძლევს, ეგეთების სიაც მრავლდება: არაუხო, ბალდე, აბდელკარიმი, ამათ მგონი მალე კუნდე და დეიონგი შეუერთდება, კიდევ გაუგებარია ვიღაც ფარინიასი რომ დააწინაურა პირველ გუნდში რისთვის ყავს? მაგის ნაცვლად ვინმე ცენტრალური ევარჯიშებინა გუნდთან ყოველდღიურად! ახალგაზრდა ტალანტი რომ გვყავს ებრიმა ტუნკარა, ისიც რატომღაც აითვალწუნა, პრესეზონზეც ყველაზე ცოტა დროს აძლევდა, ფარინიასზე დიდი მომავალი არ აქვს ვითომ? ესპარტი გამოწურა საწყის ტურებში… თამაშის ბოლომდე 4,5 წუთით ადრე ჯესუსის და ადეიმის გამოყვანა ნეტა რას ემსახურებოდა???? 5 წუთი თვით გენიალურ მესისაც კი არ ეყოფოდა!!! გაუხურებელმა ჟესუსმა დაკარგა ეგ ბურთი მეორე გოლისას!!!! ბევრი რამე დაგროვდა კიდევ ფლიკის შეცდომები მაგრამ არც წერას და ნერვიულობას აზრი არ აქვს, ფლიკი ჯიუტად გააგრძელებს თავისას… გუშინ თუ დღეს სადღაც კომენტარებში დაწერა RIVALDO-მ ფლიკი იამალსაც კი ვერ იყენებსო!!!- სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს- ეტყობა რომ მართლა ვერ იყენებს სწორად, პლიუს კიდევ როდრის უკარგავს ფუნქციას ისევე როგორც დეიონგს აბრალიდა ჩამშლელობას ფლიკი

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 26 ოქტ 2026, 11:02
    #5

    მე რო ლაპორტა ვიყო, აი ზუსტად იმიტო მოვუყვანდი ზამთარში ცენტრალურ მცველს რომ გამოჩნდეს მართლა შეუძლია ამ კაცს ლიგის მოგება თუ არა, დალაგდება თუ არა დაცვა შედარებით, თუ კიდე ეგრე უაზროდ გამოვვარდით მცველის მოყვანის მერეც, ფაბრეგასს მოვიყვანდი 💯

    • joy
      joy გულშემატკივარი
      schedule 26 ოქტ 2026, 12:12
      #8

      არაა მეგობარო ეს კაცი ლიგის მომგები ვინც არ უნდა მოუყვანო დაცვაში, სულაც 4-5 მცველი რომ უყიდო მაინც მარტინიზე ამოდის მზე და მთვარე! ჯიუტი კაცია და ამოწეულ დაცვას არ დახევს უკან… მერამდენედ უნდა წააგოს ბოლო წუთებზე რომ მიხვდეს დაცვის უკან დახევა არის არა სირცხვილი არამედ საღი აზრი!

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 26 ოქტ 2026, 10:40
    #4

    ეჰ ჰანსი ჰანსი

    მგონი მართლა ამოწურე თავი

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 26 ოქტ 2026, 09:57
    #2

    სუპერთასზე უნდა ამოიტენონ როგორც შარშან და ბერნაბეუზე ტრადიცულად და იმედია ლიგაზეც შეგვხდებიან რო დედა მოეტყნათ ზამთარში 3 კაცი დაიამტეთ როგორც გინათ ვიღაც არაფრის მომცემ ხალხს რომ წევთ ძირითად გუნდში იიი ჰამზა აბდელკარიმი🤡🤡🤡

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 26 ოქტ 2026, 09:55
    #1

    ჩაჯმული კვატებივით რომ თამაშობდა ნახევარი ფუნდი რეალთან კამპნოუზე რავი 😀 რისი ეშინოდატ და ნერვიულობდნენ პირველი კლაისკო იყო კამპნოუზე და წააგეთ თან როგორ წააგეთ საშინელი თამაშით დააყენე ეს დედამოტყნული დეიონგის სასტარტოში და დააბრუნე ბალდეც ძირითადში ვითომ მაგათ რო შეეწერათ შარშან და შარშან წინ ლიგის ვერ მოგება არადა ვისი ბრალიცაა ძირითადშია