workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომა 0-6 ბარსელონა: დიდი გამარჯვება კლასიკოს წინ

რომა 0-6 ბარსელონა: დიდი გამარჯვება კლასიკოს წინ

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა – კატალონიელებმა სტუმრად “რომა” 6-0 დაამარცხეს და მოახლოებულ “კლასიკოს” კარგ ფორმაში ხვდებიან.

პერე რომეუს გუნდიდან დუბლები კაროლინ გრემ ჰანსენმა და კლაუდია პინამ შეასრულეს, ევა პაიორმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო კიდევ ერთხელ რომაელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. გარდა ამისა, აიტანამ სათამაშო დრო მიიღო, ვან ასტენი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, მოედანზე კი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სამი გამარჯვებულიც გამოჩნდა.

გრემ ჰანსენის ბრწყინვალე თამაში

პერე რომეუმ სასტარტო შემადგენლობაში ზუსტად ის 11 ფეხბურთელი დააყენა, რომლებმაც წინა მატჩში “პარიზი” დაამარცხეს. მასპინძლები თავისუფალი სივრცეების გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა ბურთის ფლობასა და პოზიციურ თამაშში “ბარსელონა” დომინირებდა.

გრემ ჰანსენმა აქტიურად დაიწყო და მე-19 წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური გოლიც გაიტანა. ნორვეგიელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ბალდის შანსი არ დაუტოვა – 0-1.

ჰანსენი დუბლთანაც ახლოს იყო, როდესაც პაიორის გადაცემის შემდეგ დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია. შანსები ჰქონდათ სიდნი შერტენლაიბსა და ესმე ბრუგტსაც.

39-ე წუთზე მეორე გოლიც გავიდა. ბრუგტსა და პინას კომბინაციის შემდეგ ჰანსენმა ბურთის პინასკენ გაგზავნა სცადა, თუმცა ოლადიპომ ის საკუთარ კარში ჩაჭრა – 0-2.

“ბარსელონა” არ გაჩერებულა

შესვენებაზე კატალონიელები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს პინას სხვაობის გაზრდაც შეეძლო.

მისი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც გავიდა. სერაჟორდიმ ბურთი დაიბრუნა, პაიორმა პინა მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში ზუსტად დაარტყა – 0-3.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცდელობა პატრის ჰქონდა, რომელმაც თითქმის მოედნის ცენტრიდან დაარტყა და მიზანს სულ რამდენიმე სანტიმეტრით ააცილა.

მე-60 წუთზე გრემ ჰანსენმა დუბლი შეასრულა. ნორვეგიელმა სისწრაფე აკრიფა, მეტოქეებს გაექცა და ანგარიში 0-4 გახადა.

პერე რომეუმ დარჩენილი დრო სათამაშო წუთების გასანაწილებლადაც გამოიყენა. აიტანა ბონმატიმ დაახლოებით ნახევარი საათი ითამაშა, მოედანზე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონები აიშა, კარლა ჟულია და როსალია გამოჩნდნენ, ვან ასტენი კი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და საბოლოოდ საგოლე გადაცემაც შეასრულა.

75-ე წუთზე პინამ საჯარიმოს ხაზიდან გაიტანა და დუბლი გაიფორმა – 0-5.

საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე პაიორმა დააფიქსირა. პოლონელი თავდამსხმელისთვის ეს მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე გოლი იყო – 0-6.

“ბარსელონა” ამ გამარჯვების შემდეგ კარგ ფორმაში ხვდება ლიგა F-ის კლასიკოს, რომელიც 4 ოქტომბერს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება.

მატჩის დეტალები

რომა: ბალდი; ბერგამასკი (ოტი 61′), ანტუანი, ოლადიპო, ოლივეირო; რიკე (ჰიტლი 71′), ჯულიანო (დომსი 61′), გრეგი (პანდინი 79′); ტოგერსენი, პელეგრინო, პიემონტე (კორელი 61′).

ბარსელონა: კატა კოლი; შერტენლაიბი, პარედესი, მარტინა ფერნანდესი (აიშა 64′), ბრუგტსი (ვან ასტენი 76′); პატრი, სერაჟორდი (როსალია 76′), პინა; გრემ ჰანსენი (აიტანა 64′), პაიორი, კეროლინი (კარლა ჟულია 76′).

გოლები: 0-1 გრემ ჰანსენი (19′), 0-2 ოლადიპო, ავტოგოლი (39′), 0-3 პინა (54′), 0-4 გრემ ჰანსენი (60′), 0-5 პინა (75′), 0-6 პაიორი (85′).

მსაჯი: კირსტი დაული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი