workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასაპყრობი

რაფინია: ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასაპყრობი

“ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგთან” შთამბეჭდავი გამარჯვებით (7-2) გოლების წვიმა გააგრძელა, რბევის მთავარი შემოქმედი კი რაფინია გახდა. ჰეთ-თრიკის ავტორმა ბრაზილიელმა, რომლის ანგარიშზეც ლა ლიგაში უკვე ცხრა ბურთია, მატჩის ბურთი სახლში წაიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის წარმატება შეაფასა:

“ყოველთვის მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, რომ რაღაც გაქვს გასაუმჯობესებელი. არასდროს გეტყვით, რომ იდეალურად ვარ ან პიკზე ვიმყოფები – ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად მოვუმატო. დარწმუნებული ვარ, გუნდისთვის იმაზე მეტის მიცემა შემიძლია, ვიდრე ახლა ვაკეთებ. ბედნიერი ვარ გოლებითა და გამარჯვებით, რაც უმთავრესია.”

შემტევმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს:

“ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, ამის გაკეთება ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია. სიხარულისგან სიტყვები არ მყოფნის. ამ გუნდს ყოველთვის მოგების წყურვილი აქვს – ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასაპყრობი.”

რაფინიამ გუნდის დაუოკებელ საგოლე მადაზეც ისაუბრა:

“ჩვენი მენტალიტეტი ასეთია: როდესაც კი შანსი გვეძლევა, მეტი გოლი უნდა ვეძებოთ და მეტი მომენტი შევქმნათ, რაც მოედანზეც ჩანს. გოლის გასატანად პოზიციურად გაცილებით უკეთ ვართ განლაგებულები და ასე ყველაფერი გვაქვს მწვერვალზე ყოფნისთვის.”

ფლიკის როლი და ლამინ იამალის მხარდაჭერა

ბრაზილიელმა განსაკუთრებულად გამოყო მთავარ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან ურთიერთობა:

“ის არის მწვრთნელი, რომელმაც როგორც კლუბში ჩემი მენტალიტეტი, ისე საკუთარ თავზე ჩემი წარმოდგენა სრულად შეცვალა.”

რაფინიამ ისიც გაამხილა, თუ რატომ დაუთმო პირველ ტაიმში პენალტის დარტყმის უფლება ლამინ იამალს:

“მიმაჩნდა, რომ პირველ ტაიმში, იმ კონკრეტულ მომენტში, ლამინს ეს სჭირდებოდა. ვერ გაიტანა – არაფერია, შეიძლება ვერც მე გამეტანა; ეს ნორმალურია. როდესაც შემეძლება, ყოველთვის ვეცდები მას დავეხმარო. არა მხოლოდ მას, არამედ კარიმს და ენტონისაც. ყველაზე უკეთ მე მესმის, რამდენად სჭირდება თავდამსხმელს გოლი, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მან გატანა შეძლოს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 17 სექ 2026, 16:56
    #4

    ოფიციალურმა საიტმა დაწერა მცირე დისკომფორტს განიცდისო, მენისკზე არ დაუწერიათ. კარგია სანაკრებოები რომ მოდის დაისვენებს, მაგრამ სევილიასთან არ უნდა გარისკოს ფლიკმა შესნის დაყენება რააა, ნერვებზე მოქმედებს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 17 სექ 2026, 16:41
    #3

    ეს მენისკის ტრავმა თუ ქრონიკული გაუხდა ჟოანს, არ იქნება კარგი… წინაზეც ეგ ტრავმა ჰქონდა

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 17 სექ 2026, 16:39
    #2

    🚨🤕 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Joan Garcia has a MENISCUS injury. He will be OUT for 3 WEEKS, reports Catalunya Radio. ❌

    🚨🤕 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Joan Garcia has a MENISCUS injury. He will be OUT for 3 WEEKS, reports Catalunya Radio. ❌

    ყველაზე რთული თანაშის წინ დაიმტვრა მაინდამაინც კიდეკაი სანაკრებოებია.
    ლივაკოვიჩი უბდა დააყენოს
    შესნი საშინელებაა

  • PAU
    PAU ახალბედა
    schedule 17 სექ 2026, 16:39
    #1

    ჟოანზე რა ისმის? ვაი და სევილიასთან არ იყო ლივაკოვიჩი უნდა დააყენოს აუცილებლად.

    • Culer
      Culer გულშემატკივარი
      schedule 17 სექ 2026, 17:24
      #5

      სამი კვირა უცდება