“ლევანტესაც” ვერ დაადგა კარგი დღე, მეზობლებზე უკეთ ნამდვილად ითამაშეს, “ვალენსიასთან” შედარებით გუნდს ჰგავს მაინც. გაიბრძოლეს, ცოტა დაგვძაბეს, სათამაშო დრამატურგია გააცოცხლეს, აზრი მისცეს ბარსასთან გაჯიბრებას, თორემ, ბოლო მატჩებში ისეა საქმე, ფლიკის გუნდი დაწყებიდან მალევე ამთავრებს ხოლმე ყველაფერს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს რეკორდებისკენ. აქაც პრინციპში ეგრე იყო საქმე, უბრალოდ ბოლოსკენ მოეშვნენ, მოდუნდნენ და ცოტა აგვანერვიულეს, თორემ, მატჩის ბედი, მე მგონი მატჩამდეც კი იყო გადაწყვეტილი.
მოიგო თავისი მატჩი “მადრიდმაც”. მეტი შეცდომის უფლება აღარ აქვთ, მერე ძალიან გაუჭირდებათ მარათონში ჩართვა, ამიტომ, ყველა ქულას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ახლა დაიწყო ჩემპიონატი და უკვე ქულების თვლა მიდის.
ესპარტის გოლი
გენიოსივით თამაშობს და აგერ გოლიც შეაგდო, თან ზუსტად იმ მანევრების დამსახურებით, რასაც მთელი მატჩის განმავლობაში მიმართავს, არათუ მარცხენა ნახევარსფეროს ავსებს, არამედ, ფაქტობრივად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გვევლინება. პირველი შეტევის დროსაც ასე აღმოჩნდა ცენტრში, კარის სიახლოვეს, ასე ქმნის ბარსა მისი დახმარებით რიცხობრივ უპირატესობას, ბურთის დაჭერა ამას არ ეშლება და პასი (ამას მივუბრუნდებით) აღმოჩნდა, რომ არც კარში დარტყმა ეშლება და შეაგდო კიდეც კარგი გოლი. მაგრად იწყებს ეს ბიჭი, ნდობა დიდი აქვს, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი, შესაძლოა, მომავალ ლეგენდასაც ვადევნებდეთ თვალყურს.
არასდროს არ ეშლება გორდონსა და ესპარტს როდის უნდა გაცვალონ ადგილები, ვინ როდის ავსებს ფლანგს და ცენტრს. ამათი ყურება სეზონის ბოლომდე დიდი სიამოვნება იქნება.
ბარსამ კი განაგრძო გატანა. მეორე გოლის ეპიზოდში რამდენჯერმე გაუმართლა, და თუ გამოვრიცხავთ გამართლებას, ისევ მაღალოსტატობასთან გვექნება საქმე. მომეჩვენა, რომ ფერმინის პასის მერე მცველის შეხებამ კიდევ უფრო კომფორტული გახადა რაფინიასთვის ბურთის დამუშავება, მიიწება ფეხზე და დროც საკმარისი დარჩა, მეკარეს გაცდა და თითქოს ბრმად გააკეთა პასი, მაგრამ მან ყოველთვის იცის სად არის იამალი, და იამალმაც იცის როგორ იქცევა ასეთ დროს რაფინია. ალბამ იცის სად დგას მესი, მესიმ იცის რას აკეთებს ალბა – გამახსენდა ის ძველი კომბინაცია და აქაც დაახლოებით იგივე წერტილიდან გავიდა გოლი. ბარსას შეტევა ისევ შეუჩერებელია.
ასე იყო პირველი ტაიმის ამბავი, კი უტევდა “ლევანტეც”, მაგრამ ჟოან გარსია იდგა მაგრად. მერე კიდევ მაინც გაუშვეს გოლები…
ესპარტის პასი
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი ბარსამ საკონტროლოდ გაისროლა. ორჯერ გაიქცა იამალი, ერთხელ შედეგი არ მოჰყოლია მცველების ზურგსუკან გაქცევას, მეორედ კი პენალტი გამოიმუშავა, ერთ ეპიზოდში ორჯერ დაარღვიეს საჯარიმოში თამაშის წესები, ხელით თამაშიც იყო და მალევე იამალიც წააქციეს. მსაჯს რომ ორი პენალტი დაედო არც ეს გამიკვირდებოდა. ნიშნულთან იამალი მივიდა და ზუსტად დაარტყა. აწი სულ იამალი დაარტყამს? გაიყოფს რაფინიასთან? არ ვიცი… ვნახოთ.
აი მერე კი მოეშვა ბარსა და წამოვიდა “ლევანტეს” შეტევები და ისევ არაფრით ნებდებოდა ჟოან გარსია, მაგრამ თავისიანებმა მაინც დაღუპეს. როდის ცდება მცველი პასის დროს, რომელიც როგორც წესი, პასის დროს არასდროს ცდება? როდის და როცა გონება გათიშული აქვს. და რამ გათიშა? ეიფორიამ. პატარა და გამოუცდელ ესპარტს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, ალბათ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად წარმოიდგინა თავი და აჰა, პენსიონერ კაცს ბურთი კი არა ფორთოხალი გაუგორა, კრისტენსენი კინაღამ მენჯებიდან ამოვარდა, ამხელა კაცს ვინ უკეთებს ასეთ პასებს?!
“ლევანტემ” ანგარიში შეამცირა.
ჩასაფრებულმა ივან რომერომ ეს შანსი აღარ გაუშვა ხელიდან. ოლმომ ესპარტის გამხნევება გადაწყვიტა, ამან კიდევ მისი ხელი ისე მოიცილა გეგონება თავის დანაშაულს არ აღიარებდა, რა ჩემი ბრალია, ამ ბებერს უფრო სწრაფად უნდა ამოძრავაო. აჰა, ჯერ გამოუცდელია ისევ. არ იცის, რომ ყველა ერთნაერად ვერ მოძრაობს მოედანზე, ეგ კი არა, ისიც არ იცის, რომ სულ მალე თავადაც დაბერდება. დრო ხომ მიფრინავს.
მეორე გოლი კი დიდებული იყო, როჟე ბუშემ ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა, კომბინაციაც კარგი გაითამაშეს და იქ ბეილივით დაიძრა ბუშე, გაუარა ყველას და ყველაფერს, მერე გარსიაც არ შეიმჩნია და გოლიც შეაგდო. აი, აქ ავნერვიულდით ჩვენ და ფლიკი, აქ მიეცა შანსი “ლევანტეს”, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა და გორდონთან კონკურენციაში მყოფმა ადეიემიმ მაინც საჩვენოდ დაამთავრა შეხვედრა, ჰგავდა მისი გოლი “ტოტენჰემელი” სონის გოლს, მოედნის ცენტრიდან წაიღო, ორი-სამი მცველი მოატყუა და კარგი გოლიც შეაგდო, კარგი პაუზით დარტყმის წინ, მე მგონი, ბოლო ორ მატჩში აჯობა გორდონს. აბა ვნახოთ შემდეგ მატჩში ვინ ითამაშებს.
წინ რა გველის
ეგ შემდეგი მატჩი კიდევ იქნება 16-ში, “რასინგთან”. ბარსას შეეძლება საწყისი შვიდი მატჩი მოიგოს და რეკორდი მოხსნას. წესით უნდა მოხსნას კიდეც. აბა, დავირაზმოთ!
შლოტერბეკზე ახმაურდა პრესა. 60მ აქვს გამოსასყიდიო და ფლიკს ძალიან უნდაო.
ნუ თუ მართლა 60 აქვს, ყველანაირად უნდა დაჩალიჩდნენ მაგის დაკერვაზე და ისე წამოიყვანონ რომ დორტმუნდს არაფერი კითხონ. არცაა აქ რაიმე დასაფიქრებელი.
მაგრამ თუკი მართალი არაა ეს გამოსასყიდის ამბავი და დორტმუნდთან ჩალიჩი მოგვიწია, მაშინ ამ ზამთარში არამგონია რომ გამოვიდეს და მინ 70-80ს მოითხოვენ.
მოკლედ იმედია რამეს იზამენ.
ის ტვენტეს ბიჭი მაინც მოიყვანონ, იქნება და რა ხდება, კი იძახიან დიდი ტალანტიაო და კაპიკები ჯდება. ახლა არაა ის დრო რომ მცველზე ფული ვჟმოტოთ..
ფაქტია რომ ბალდეს საერთოდ აღარ ათამაშებენ და აუცილებლად გაუშვებენ ამ ზამთარშივე, იჯარით მაინც, თუკი არავინ არ აილეწა.
კუნდეს სკამზე მოსმა და ამდენი შეცდომის დაშვებაც არაა უკვე საპატიო, მაგრამ ვგრძნობ რომ მაგისი იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ნუ ზამთრამდე მაგასაც უნდა დააკვირდნენ და თუ ელემენტარული პოზიციტვიც არ გამოჩდნა, ეგეც მისაყოლებელია.
მარტინს ენდობოდა ფლიკი და ფაქტია რომ მაგანაც ცოტათი აურია, იმდენად ცუდიც არაა როგორც ეჯმევა, მაგრამ ჯერ ბარსას ძირითადობა ადრეა, მითუმეტეს რეალური კონკურენტი არ ყავს.
კანსელუც ვერ დაბრუნდა ხოშიანად, მაგრამ წინა ზამთარშიც ეგრე იყო ერთი 3 თამაში და მერე აუშვა, ამიტომ იმედია ჩადგება ფორმაში.
ესპარტს ძალიან ვენდობი და გუშინ არცაა გასაკვირი ის ამბავი რომ მოუვიდა, რადგან ფლიკმა თქვა რომ შეცვლა მე თვითონ დავაგვიანე, ვერ იყო კარგადო. მართლა იმდენი ურტყეს რომ ასე მეგონა პირველ ტაიმშივე გაიყვანდნენ, დაჟე აჩვენეს რომ კანსელუ ხურდებოდა. ძაან კაი ბიჭია მოკლედ და ამ დაცვაში ერთი კუბარსის ვენდობი და მეორე მაგას. პრინციპში გარსიაც არაა ცუდი, მითუმეტეს ამხელა დისკომფორტით თამაშობს. რეალურად დაცვაში ძაან მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავისი თავდადებით მართლა დაიმსახურა კუნდეზე წინ ყოფნა, უბრალოდ შეტევა უნდა დაამუღამოს რა, თორე იამალთან კოლაბორაციაში ჯერჯერობით ვერ შედის, არადა რეალურად ცუდი შეტევითი სქილები ნაღადად არ აქვს, თავის დროზე საკაიფო შერბენებს აკეთებდა და ბევრი მომენტი ექნებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ეტყობა რო ჩაკეტილია და ჯერ არ გახსნილა. ხოდა ჩემი აზრით ეგეც თუ დაამუღამა, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
კრისტენსენი ვეღარაა ის რაც იყო, აშკარად შენელებულია და კუნდესავით არასანდო მცველია. იმ მარტინს კი ეჯმება 1-2 მომენტის გამო, მაგრამ კრისტენსენი რომ დგება ხო რას ამბობთ ვყვავდებით.. დაჟე სტატი ამომიგდო რომ წელს როცა მარტინი და კუბარსი ერთად იდგნენ გოლი არ გაგვიშვიაო. წინა წელსაც საოცარი სტატისტიკა გვქონდა მაგ 2 თან ერთად. როგორც კი მარტინი დააყენეს ცენტრში, 16 თამაშში არ გვქონდა წაგება.
ხოდა ფაქტია რომ შედეგებს თუ დავაკვირდებით კუბარსი და მარტინი მართლა კარგი დუოა, უბრალოდ ეს მარტინი ახლა განტევების ვაცად გვყავს, რადგან რეალურად ვინებიც დამნაშავეები არიან იმათ ხელს ვაფარებთ, თორე აი რატო ეჯმება დაცვას მაშინ როცა რეალურად გუშინდელი ჩავარდნა ფლიკის ბრალია, ერთი ხელის მოსმით პედრი და იამალი გაიყვანა, მერე არც ფერმინი ვარგოდა, ოლმოც ცუდად შემოვიდა, ბერნალიც, რაფინიას 2 ასისტის იქეთ ვაბშე არ ქონია კარგი თამაში, არც პედრის ქონდა კარგი თამაში, მაგრამ ბურთს იჭერდა, გორდონი -1 კაცი იყო, ერთადერთი როდრი ბრწყინავდა, ესპარტი სანამ გასაყვანი შეიქნა, მთელ დატვირთვას თავის თავზე იღებდა და კიდე კარგად გადარჩა ცოცხალი, გარსია და კუბარსი რაღაცას ხლაფორთობდნენ, მარტინი მოკლეს და გასაყვანი შეიქნა. ანუ აი მარტო გოლების გატანას რატომ უყურებენ და ამეებზე არავინ ლაპარაკობს?
გუნდმა 2 გოლი როგორც კი გაიტანა, ისე მოეშვნენ რომ მეთქი მორჩა თამაში. ყველაზე მეტად გორდონის გამიკვირდა, რადგან სულ აპრესინგებს და დარბის ახლა კი ძალიან ნელი და ინერტული იყო. არც ფერმინი ბრწყინავდა მაგ ამბავში, ანუ თითქოს ნახდაცვასა და შეტევაში 2 კაცი გვაკლდა. ამ დროს რეალურად ეგ მცველები რამდენ ბურთს იბრუნებენ, რა მალე ააქვთ შეტევაში და რამხელა მეტობას ქმნიან, მაგაზე რატო არავინ იღებს ხმას?!
ხალხო სწორედ ეგაა ფლიკის ფილოსოფია რომ ძლიერი პრესინგით ბურთის დაბრუნება მარტივად უნდა ხდებოდეს და მერე მარტივად შეტევაში გადასვლა, ამას ემსახურება ეს ამოწეული დაცვის ხაზიც და მაშინ როცა ეს პრესინგი მორღვეულია, არ დარბიან და ინტელექტუალურ შეცდომებს უშვებენ, ბევრ ბურთს კარგავენ და სწრაფ შეტევაში ვერ მიდიან, იასნია რომ მეტოქეც მარტივად გაგვიკეთებს კონტრშეტევებს, მითუმეტეს მაშინ როცა ეგ მეტოქე კი არ დგას, არამედ განუწყვეტილვ გაპრესინგებს.
ამას ისიც დაემატა რომ მოედნის საფარი იყო საზიზრობა, მზე აჭერდა, იმათ სტადიონზე ვთამაშობდით და მანდ სულ გვიჭირს. ხოდა ამ დროს მაინც ის შთაბეჭდილება დატოვეს რომ 10 თავით მაღლა იდგნენ და ბურთის გორაობაშიც კი 3-0ს ამარცხებდნენ.. ანუ ეს ბარსა რომ მონსტრია დავიჯერო მართლა ვერ ხედავთ და იმასაც ვერ ხედავთ რომ ჯერ სრული ძალებითაც არ თამაშობენ და ასეთ შედეგებს დებენ?!
ერთი 10 წუთით გაუჭირდათ ტიპებს და არიქა გეგონება აქეთ წავაგეთ. წინაზეც 5-1 მოვიგეთ და ისევ იგივე ნეგატივი..
თქვენ ბიძია ვაბშე არ იმსახურებთ ასეთი ბარსას ყურებას და ფრთხილად იყავით ღმერთი არ გაგვიწყრეს და ცუდად არ დაგვიბრუნდეს ეს უაზრო ნეგატივი.
სხვა რომელ გუნდს ხედავთ ასეთ შეუჩერბელს და ასეთ მაგარს?!
რომელი გუნდი ნახეთ ამ სეზონში იდეალური და გამართული და რატომ ეგეც თქვით.
კი მესმის რომ ვიღაცეები მომავალზე დარდობენ და მაგიტო წინასწარ უკვე ემზადებიან დრამატურგიისთვის, მაგრამ რავიცით რა იქნება მომავალში?! და მაგის გამო ახლანდელი არ უნდა დავაფასოთ და ლამის აბსურდში გადასული ტექსტები უნდა ვწეროთ?!
დავაფასოთ ხალხო ის რაც გვაქვს!
სად ვიყავით და ახლა სად ვართ..
როგორ შეიძლება შენს ესე მოთამაშე გუნდს უყურებდე და იმის ნაცვლად რომ სიამოვნებას იღებდე ამდენ ნეგატივს აფრქვევდე.. ეგ საერთოდ არაა კლუბის სიყვარული და ეგეთი ხალხი ნაღდად არ იმსახურებს ამ კლუბის გულშემატკივრობას.
ქვესკნელიდან ამოვედით.. ლამის გაკოტრებულები ვიყავით.. ვიღაცა აკომაჩებსა და ჟუტგლებს დავსდევდით რომ გუნდი შეგვევსო, იმ ბრაიტვაიტებზე და ლენგლეებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია..
ახლა კი ვუყურებთ იამალს, პედრის, რაფინია, როდრის, ფერმინს, კუბარსის, ა.შ. და ა.შ. ძლივს სერიოზული გუნდი გვყავს, ძლიერი სკამით, ძლივს ფიზიკურად და მენტალურად ჯანზე არიან, 8 მსოფლიოს ჩემპიონი და ამათ გარდაც საოცარი ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელი იდეალური, სისტემა იდეალური, ყველაფერი საოცრად მიდის და თამაშები არ მინდა რომ დამთავრდეს და ამ დროს სოც სივრცეში როცა ყველა აღნიშნავს ბარსას სიდიადეს, ბარსას გულშემატკივარი აძაგებს დაცვას…
კაი რა მართლა და მართლა..
რეალზე სულ დაკვირვებული ვარ რო იმათ არ აინტერესებთ რანაირად, მთავარია შედეგი დაიდოს და თუკი ტაბლოზე დიდ ანგარიშს ხედავენ, სულ ცალ ფეხზე კიდიათ ვინ რა ითამაშა, აი ვიღაცას სულ რო სტადიონზე მო*ჯვა, იმასაც კი საუკეთესოდ გაგიპიარებენ, აი ბარსაზე პირიქითაა, შეიძლება ფეხბურთელმა იფრინოს, ყველაფერი ქნას, საოცრებები აკეთოს, მარა 1 თუ შეეშალა ვიღაცეები დადგებიან და მაინც იმ ერთს გაუხსნებენ. აი ახლა თქვენც მაგას აკეთებთ ოღონდ დიდ მასშტაბში და სწორედ მანდ ჩანს რომ კლუბი არ გიყვართ.
აგერ მბაპეს რა *ლეობა საკლუბო სეზონი ჰქონდა წინა წელს, ვითომ ბომბარდირი გახდა და ამ დროს ლალიგაში კონკურენტად ვიღაცა მურიქი ყავდა, ხოლო ჩლზე 13 გოლი ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა და 2 ფლეიოფში, 30 მილიონი მადრიდისტა პეტიციას ხელს აწერდა, კლუბიდან უნდა გავაგდოთო ეგ დიქტატორიო, გუნდი მის გარეშე უკეთესიაო, მართლა ყველა დიდი და წესიერ გუნდთან ჩაიჯვა, მართლა მის გარეშე გაცილებით მაგრად თამაშობდა რეალი და როგორც კი ბრუნდებოდა იქვე ენძრეოდათ, ხოდა და აგერ ოქროს ბურთი როგორც კი მოახლოვდა, ისეთს აწურინებენ რო მეტი არ შეიძლება, და ამ დროს ბარსას ფანები იამალთან მიმართებაში რეებს წერენ ეგ უნდა ნახოთ..
აი ესეთებს ბარსას თამაშების ყურება უნდა აეკრძალოთ!
კაროჩე რასაც ვუყურებ ლევანტე და მაგნაირი გუნდები რო 2 გოლს გიტანენ ანუ არაა დაცვა საიმედო,მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგისთივს და ზამთარში დეიონგი+კასადო უნდა გაყიდონ ან რაც უნდა ქნან რო ცენტრალური მცველი მოიყვანონ ვინმე გამოცდილი ინიგოს ნაირი, თუ არადა ლიგის იმედი არ უნდა გვქონდეს ისევ, უბრალოდ წინა წელთან შედარებით მეტის გატანით რამდენად გავალთ ფონს საეჭვოა.
მთლად მასე არაა, კრისტენსენი არაა ძირითადის კაცი, თან 3:0 მიგყავს თამაში და მოეშვნენ. ასე რომ სანერვიულო არაფერია
დაიწყება შედარებით რთული თამაშები ლიგაზე და ლალიგაშიც და უკეთ გამოჩნდება, ეს გუნდები საზომი არ იყო ჯერ.
მეც ეგრე ვიფიქრე ერთი შეხედვით რო ლევანტეს დონის გუნდები ეგრე ვერ უნდა გვიძაბავდნენ, თუმცა რაღაცეები ლაგდება კიდე ჩემი აზრით საგანგაშო არ არი, დიდ სცენაზე შესაბაკისი მოტივაცია და შემართება აქვთ, თუმცა მცველი რო მოსაყვანიაა ეგ გარდაუვალია…