ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში “ბარსელონა” “ლევანტეს” სტუმრად დაუპირისპირდება.
საქართველოში ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს როგორც სილქ უნივერსალი, ასევე Setantasports.com გვთავაზობს. სილქ უნივერსალზე თამაში გავა ქართული კომენტარით, ხოლო Setantasports.com-ზე – ინგლისური კომენტარით. სილქ უნივერსალის ყურება შესაძლებელია როგორც ტელევიზორში, ასევე კომპიუტერსა და სმარტფონში. Setanta-ს შემთხვევაში თამაში სატელევიზიო არხზე არ გავა, ყურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საიტზე Setantasports.com და აპლიკაციაში.
დეტალური ინსტრუქცია, როგორ უყუროთ ხოლმე “ბარსელონას” თამაშებს სილქ სპორტზე, იხილეთ ჩვენს გზამკვლევში.
forum კომენტარები (0)