რაფინიას შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში როტერდამის “ფეიენორდის” წინააღმდეგ (5-1) ბრაზილიელმა შემტევმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო და მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი უკვე მესამედ ჩაიბარა.
ეს მისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე დუბლი გახლდათ, რითაც თავისი მონაგარი საწყის ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში რვა გოლამდე გაზარდა. “ბარსელონას” რიგებში სეზონის პირველ ხუთ მატჩში ამდენი ბურთი 68 წელია არავის გაუტანს – უკანასკნელი, ვინც ეს შეძლო, ლეგენდარული უნგრელი შანდორ კოჩიში იყო 1958/59 წლების სეზონში.
გოლი სეზონის საწყის ხუთივე მატჩში
სეზონის საწყის ხუთი შეხვედრაში გოლის გატანით რაფინიამ კიდევ ერთი ეპოქალური მიღწევა გაიმეორა. “ბარსელონას” ისტორიაში ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც სეზონის პირველ ხუთ მატჩში გაიტანა, “ოქროს ბურთის” მფლობელი ლუის სუარეს მირამონტესი გახლდათ შორეულ 1958 წელს.
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში
როტერდამელებთან შესრულებული დუბლის შემდეგ, რაფინიას ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 21 ბურთია, რითაც ის “ბარსელონას” ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.
ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ბლაუგრანას მაისურით მასზე მეტი გოლი მხოლოდ ოთხ ლეგენდას აქვს გატანილი:
- ლეო მესი – 121 გოლი
- ლუის სუარესი – 25 გოლი
- რივალდო – 25 გოლი
- რობერტ ლევანდოვსკი – 23 გოლი
- რაფინია – 21 გოლი
ბრაზილიელი ფორვარდი უახლოეს მატჩებში შეეცდება უკვე რობერტ ლევანდოვსკის გადაასწროს და ისტორიულ სამეულს მიუახლოვდეს.
წავა თვის ბოლოს ნაკრებში დს გამოუშვებს ანჩელოტი ტრამვით, ვინისიუსი არ იკლავს ნაკრებში თავს და ეს კიდევ სულს და გულს დებს საქმეში. წელს ეყოფა ჭკუა, რომ ცოტათი მაინც გაუფრთხილდეს თავს ამისთანა სეზონი აქვს და ნუ გაიფუჭებს საქმეს.
ამავე სეზონში შეუძლია მეორე ადგილზე გადასვლა და გადავა კიდეც