დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პრიორიტეტი ისევ ალვარესია, მაგრამ წამზომიც ჩართულია

პრიორიტეტი ისევ ალვარესია, მაგრამ წამზომიც ჩართულია

bolt მოკლედ
"ბარსელონა" კვლავ არ ნებდება და ხულიან ალვარესის ტრანსფერის განსახორციელებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. კატალონიელებმა არგენტინელი თავდამსხმელის დასამატებლად 2-3-დღიანი ვადა დააწესეს და წარუმატებლობის შემთხვევაში, ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვებიან.

“ბარსელონა” ჯერ კიდევ არ ნებდება. მას შემდეგ, რაც როდრისა და კანსელუს ტრანსფერები შეთანხმებულია (და პორტუგალიელის შემთხვევაში მხოლოდ ოფიციალური დადასტურებაა დარჩენილი), კატალონიური კლუბი ყველაფერს გააკეთებს ხულიან ალვარესის დასამატებლად. ის ყველაზე სასურველი 9 ნომერია ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ გუნდის გასაძლიერებლად.

“ობობა” იქნებოდა ის მთავარი დანამატი შემადგენლობისთვის, რომლითაც “ბარსელონას” 11-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ექნება ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია, რაც ყველა კულეს ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. სწორედ ამიტომ, მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტის, ენრიკე სერესოსა და აღმასრულებელი დირექტორის, მიგელ ანხელ ხილ მარინის საჯარო უარის მიუხედავად, “ბარსელონას” ხულიან ალვარესის ტრანსფერის განსახორციელებლად კიდევ ერთი მცდელობა ექნება.

სიმეონემ ის დღეს “რიად ეარ მეტროპოლიტანოზე” “მალაგას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადიდან ამოიღო. მართალია “ჩოლო” ხილ მარინის პოზიციას იზიარებს, მაგრამ მან “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს სრული თავისუფლება მისცა, რათა “ობობას” შესახებ თავიანთი პოზიცია თავისუფლად დააფიქსირონ.

გადამწყვეტი საათები და ულტიმატუმი

რეალურად, ახლა გადამწყვეტი საათები და დღეებია ხულიან ალვარესის მომავლის გასარკვევად, რომელიც კვლავ ოცნებობს “ბარსელონას” მაისურის მორგებაზე და ამ ოცნების ასასრულებლად შესაძლოა ახალი ნაბიჯი გადადგას. “ბარსელონამ” ხულიანის საქმის მოსაგვარებლად მაქსიმალურ ვადად მომდევნო 2-3 დღე დააწესა. თუ ამ პერიოდში საკითხი არ გადაწყდება, სპორტული დირექცია არსებული ალტერნატივებიდან რომელიმეს გაააქტიურებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, გეგმა “A”-ს კონკრეტული სახელი და გვარი აქვს: ხულიან ალვარესი.

ფეხბურთელის სურვილი და ლა ლიგის სტარტი

თავდამსხმელმა კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილი ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ღიად დააფიქსირა:

“დამალვა არ შემიძლია, საუკეთესო გამოსავალი ტრანსფერია, მინდა ჩემი ოცნება ავიხდინო.”

სწორედ ამიტომ სურს “ბარსელონას” ხულიანის ვარიანტის ბოლომდე ამოწურვა – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოთამაშემ ნათლად დაანახა ყველას კლუბში თამაშის სურვილი, არამედ იმიტომაც, რომ ის ჰანსი ფლიკისთვის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ყველაზე სასურველი კანდიდატია.

თუმცა, შაბათამდე ყველაფერი უნდა გაირკვეს, რადგან “ბარსელონასთვისაც” იწყება ლა ლიგა. გუნდი კვირას ალიკანტეში “ელჩეს” დაუპირისპირდება (მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება) და ამ თემის დროში უფრო მეტად გაწელვა აღარ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება. თუ 2-3 დღეში საკითხი მათ სასარგებლოდ არ გადაწყდება, “ბარსელონა” ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტს გაააქტიურებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

დატოვე კომენტარი

  • Gaucho97
    Gaucho97flag გულშემატკივარი
    schedule 19 აგვ 2026, 13:45

    მჯერა თან არ მჯერა ამის ტრანსფერი, დიდი დრო აღარ დარჩა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ცხრიანი და ცენტრალური მცველი გვჭირდება მერე მართლა პრეტენზია გვექნება ჩემპიონთა ლიგის, მიდი ლაპორტა ძია შეულაგე მადრიდელებს და წაართვი ეს კაცი

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 19 აგვ 2026, 13:23

    ადრეც დავწერე აი დაიმახსოვრეთ ალვარესი გაიზიარებს ფელიქსის ბედს თუ სასწრაფოდ არ დატოვა კლუბი.ჟოაო რომ ტალანტი იყო ალვარესი ახლოსაც ვერ მივა.

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 19 აგვ 2026, 13:20

    გასაგებია, რომ კონტრაქტით სრული უფლება აქვს ატლეტიკოს არ გაყიდოს და სადღაც შეილება სწორიც იყოს, თუმცა როცა ხარ ფეხბურთელი დიდი ამბიიცით და ფიქრობ, რომ სამომავლოდ ბარსაში ან რეალში ითამაშო, მაშინ ხომ შეიძლება რაღაც ისეთი პუნქტი ჩაიდოს კონტრაქტში, რომელიც თავისუფლად მოგცემს შენს ოცნების გუნდში გადასვლის შანსს/უფლრბას, ჯერ ამხელა კონტრაქტი გაახანგრძლივა კლუბში და მერე დაიწყო ტ**კის თამაში ეგრე არ მოსულა, რავი ეს რასაც ატლეტიკო აკეთებს არანაირად არ არი ესთეტიური, როცა ამხელა კლუბი ხარ და გაქ დიდ კლუბობაზე პრეტენზია, უნდა თავიაუფლად გააუშვა ეგეთი ფეხბურთელი, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ რიგში კლუბის იმიჯზე მოქმედებს და საზიანოა ასე თუ ისე, ბარსას ფერან ტორესისთვის, რომ ხვეწნა-მუდარა დაეწყო მე პირადად წინააღმდეგი ვიქნებოდი მისი კლუბში დატოვების და დავიჯერო როგორც ატლეტიკო იქცევა ფანობაც ეგეთი ყავს??? თუმცა მადრიდელები არიან და როგორც ერთისგან ისე არც მეორისგან არინმსგავსი რაღაცეები გასაკვირი….პატარა ჭუჭუ გუნდის კომპლექსიი..რაც არი, არი მორჩა ალვარესზე ფიქრი ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ სიმეონემ განაცხასიდან ამოიღო ალვარესი…
    აუ მიქაუტაძეზე თუ გადაერთვებიან მე მივესალმები მაგ ტრანსფერს, “ზოგი ჭირი მარგებელიაო”-თუ გამოვიდა მიქაუტაძე ბარსაში მაგრად გაასწორებს, ფერან ტორესზე მაღალი დონე დიდი ხანია აქვს უკვე ჩემი აზრით..მიდი რა ბაბუა ფლიკ..ჟორჟი მოხოდე ბარსაში. 💙❤️

  • cruyff9
    cruyff9star ლეგენდა
    schedule 19 აგვ 2026, 13:16

    ბიჭო ანუ აი მსგავსი რამე არ მახსენდება რო ფეხბურთელი ასე დაებათ,საჯარო განცხადებების ფონზე,,ტიპს წირავენ კარიერას ართმევენ და ეს დამპალი სიმეონეც არაფერს ამბობს და პირიქით მაგის წინააღმდეგაა,,გინდ დაიჯერეთ გინდ არა რეალიდან არი დაკვეთა რო ალვარესი ბარსას არ
    მიყიდონ ძმებო,სხვა მხრივ უბრალოდ გამორიცხულია კლუბი ასე იქცეოდეს

    • ALBATROSS
      ALBATROSSeco ახალბედა
      schedule 19 აგვ 2026, 13:37

      როგორ არა ადრიან რაბიო ბარსელონაში ტრანსფერი დააბეს და მარკო ვერატი კიდე კაცმა ლამის იტირა.. სერესო კიდე ნაბიჭვარია სუარესი ვაჩუქეთ და თასი დადო იმ წელსვე ლალიგა მოიგო.. ამიტომ ამის ტრანსფერი თუ არ მოხდა არავი უნდა გაუშვან მანდ არც სიბერეში

      • cruyff9
        cruyff9star ლეგენდა
        schedule 19 აგვ 2026, 14:30

        ვინ რაბიო ძმა)))რაბიო არასოდეზ განიხილებოდა ბარსაში ეგ შლანგი,ვერატის არასოდეს სდომები პსჟდან წასვლა

  • GiorgiM4
    GiorgiM4eco ახალბედა
    schedule 19 აგვ 2026, 11:34

    ძალით დატოვებული (ბარსას ჯინაზე) ფეხბურთელი დიდად არ გამოადგებათ და სანანებელი გაუხდებათ, მომავალ სეზონში ვნახავთ ამის ფასს…

    • nika 54
      nika 54star ლეგენდა
      schedule 19 აგვ 2026, 14:33

      როგორც ატლეტიკმა ნახა ნიკოსგან ხეირი. გაუშვეს არა სადღაც?

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 19 აგვ 2026, 10:45

    ანუ დავივიწყოთ ალვარესი. 2-3 დღეში მაგის მოყომარება შეუძლებელია.

  • Wesleyy
    Wesleyyflag გულშემატკივარი
    schedule 19 აგვ 2026, 10:37

    აღარ გადმოდისო მორჩა საგა