გუშინ “ბარსელონას” ორ იმ ვარსკვლავს ჰქონდა თამაში, რომლებიც იჯარით სხვა გუნდებში იმყოფებიან.
არაუხოს წარმატებული დებიუტი
“ლივერპულის” მაისურით პირველად ვიხილეთ რონალდ არაუხო, რომელიც “კომოსთან” გამართულ ამხანაგურ თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა დაცვაში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მან 7 დუელიდან 5 მოიგო, განახორციელა 2 წარმატებული ვარდნა, 1 ართმევა, 2 ჩაჭრა და ერთხელ გუნდს ბურთი დაუბრუნა.
ასეთივე წარმატებული არ იყო არაუხოს თამაში შეტევაში. მისი 19 პასიდან ზუსტი 12 გამოდგა (63%), 5 გრძელი პასიდან ყველა არაზუსტი, მეტოქის მესამედზე გაკეთებული 3 პასიდან ყველა არაზუსტი, ხოლო წინ გაკეთებული 7 პასიდან მხოლოდ 1 იყო ზუსტი.
“ლივერპულს” მომდევნო თამაში 23 აგვისტოს აქვს, ამჯერად უკვე პრემიერ ლიგაში “ნიუკასლთან”.
ტერ შტეგენის ერთი შეცდომა და 2 გაშვებული გოლი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “აიაქსის” შემადგენლობაში მეორე თამაში ჩაატარა. “ჰერენვენთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში ამსტერდამელები 33-ე წუთზე 2-0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.
ტერ შტეგენმა კარის ხაზზე კარგად ითამაშა და 6 დარტყმა მოიგერია, აქედან ერთი საკმაოდ რთული, ერთხელ კი გუნდი მეტოქის ერთი-ერთზე გასვლის დროს იხსნა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმართა პირველი საგოლე შეტევა გერმანელი მეკარის არაზუსტ გადაცემას მოჰყვა.
რაკარგია რომ დაახვია ორივემ
შტეგენმა დაიწყო ისევ, თავის კარზე შეტევების წამოწყება. მეტოქეს კარგად ამარაგებს საგოლეებით, რას ვუძლებდით.
და კიდევ, კარგია რო არაუხომ წითელი არ აიკიდა.
ისე ამდენი წლის მანძილზე დეიონგმა ეს სიკეთე ქნა რო ტრამვა მიიღო და როდრი ვიყიდეთ მაგიტო😅😅თორე კიდე მაგის ყურება მოგვიწევდა,როდრიც რეალში წავიდოდა
მერე ამბობენ ზარალიაო😝
გუშინ “ბარსელონას” ორ იმ ვარსკვლავს ჰქონდა თამაში, რომლებიც იჯარით სხვა გუნდებში წავიდნენ…
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
🙂🙂🙂
=== ,,ვარსკვლავებს,, სხვა გუნდებში არ აიჯარებენ,,,,
რავი წელს ლიგა თუ ვერ მოვიგეთ ფლიკი წავა ალბათ და ვინ მოგვყავს ნეტა ? დავიჯერო ფაბრეგასი ?
მომავალ სეზონშიც დარჩება ასე მგონია და აგერ ბუსკეცი ბარსა ბ დამხმარე მწვრთნელად დაინიშნა… შეიძლება ბუსი ამოწიონ მერე რაღაც ეგრე მგონია.
ბუსი ბარსა ატლეტიკის მწვრთნელის, ბელოტის ასისტენტი გახდა…
ეჰ მაგრად მევასებოდა ეს თავიდან. სულ ვატყობდი რა ორაგუტანგიც იყო და თან რა ტუგადუმიც მარა მაინც გულიანი ბიჭია. ნიჩეო არ იყო ამის ბარსელონური კარიერა სულ კატასტროფა,ჩვენც და მაგასაც ასე თუ ისე ნორმ გაგვახსენდება. 55 კიდე კაი კუშია. გაისად დეიონგსაც მოვიშორებთ. თუ ვერ დადო დონე ბალდესაც და დიდი ალბათობით კრისტენსენსაც. აი მერე მართლა გაწმენდილი იქნება გუნდი. შევსება იდეალური მოდის გარედანაც და ბავშვებიც საიმედო გვეზრდება. მაგარი წლეები გველოდება ძმებო გეუბნებოდით და მაგის ნიშნებიც კაი ხანია ჩანს. 💙❤️ დროა დავმარხოთ რეალი ერთი 12 წლით როგორც მაშინ. ლალიგაც რო ენატრებოდათ,ჩვენ ლიგას თუ ვერა წაქცეულიც ვახევთ ლალიგას.
ბუსკეტსი სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, წარმატებები და შემდეგ ჰანსის ასისტენტად გაასწორებდა. ბევრს ისწავლიან ბუსისგან ახალგაზრდები.
Პრემიერლიგის ტიპაჟია ეს წესით უნდა გაქაჩოს ლივერპულში და დიდი ალბათობით 55 მილიონადაც გამოისყიდიან ბარსაში ეს თავს მაინც ვერ გამოავლენს და ამისთვისვე იქნება უკეთესი რომ აღარ დაბრუნდეს
არაუხო რას ისწავლის ვირჯილისგან ვნახავთ აგერ რომ დაბრუნდება, მაგრამ მეეჭვება პიკეს გზაზე დამდგარი ვანდაიკისგან რამის სწავლა შეძლოს, პრემიერლიგის წნეხიც ცალკე გამოცდაა და რთული წარმოსადგენია არაუხომ კარგი სეზონი ჩაატაროს. ტერშტეგენი აღარც მადარდებს, აღარც დაბრუნდება სავარაუდოდ ან რომ დაბრუნდეს ყველამ კარგად იცის რაც მოელის, ასე რომ ურჩევნია აიაქსში თავი მოაწონოს როგორმე და დარჩეს კიდეც მერე
დაცვითი სტილის გუნდებში იქნება კარგი არაუხო ცოტა ტვინი რო ქონდეს ერთ ერთი საუკეთესო მცველი იქნებოდა
არაუხო ჩემი აზრით მაგრად გაქაჩავდა ატლეტიკოში და მასეთ სვარკა გუნდებში. ფიზიკა, სისწრაფე ყველაფერი აქ მარა ინტელექტი არა
რაც აქ სჭირდათ ისევ ის სჭირს ორივეს. არაუხო სწორ გუნდში თუ იქნება, ისეთში პასები რომ არ მოეთხოვება დიდად, დადებს დონეს. ორთაბრძოლებში ყოველთვის კარგი იყო ტვინი არააქ თორე.