workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Barcamania.ge-ზე პროგნოზების ლიგა იწყება

Barcamania.ge-ზე პროგნოზების ლიგა იწყება

“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის საიტზე პროგნოზების ლიგა იწყება.

დღეიდან, ჩვენს საიტზე რეგისტრირებულ პირებს საშუალება აქვთ, თამაშის დაწყებამდე დააფიქსირონ პროგნოზი, თუ რა ანგარიშით დასრულდება შეხვედრა.

პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ მატჩის გვერდზე შესვლით. პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მატჩის დღეს.

პროგნოზის გაკეთება, ისევე, როგორც მისი შეცვლა, შესაძლებელი იქნება თამაშის დაწყებამდე. როგორც კი თამაში დაიწყება, ეს ფუნქციები გაითიშება.

ქულების სისტემა:

  • ზუსტი ანგარიშის გამოცნობა – 5 ქულა;
  • შედეგისა და ანგარიშში სხვაობის გამოცნობა (მაგ: ივარაუდეთ “ბარსელონას” 2-0 მოგება და მოიგო 3-1) – 3 ქულა;
  • ფრის გამოცნობა, თუ ზუსტი შედეგი ვერ გამოიცანოთ (მაგ: ივარაუდეთ 2-2 და მორჩა 1-1) – 3 ქულა;
  • გამარჯვებულის გამოცნობა (მაგ: ივარაუდეთ “ბარსელონას” 3-0 მოგება და მორჩა 1-0) – 1 ქულა;

თამაშის დასრულების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაითვლის მომხმარებლების მიერ აღებულ ქულებს. და შედგება რეიტინგი.

რეიტინგი იქნება ორი სახის: ყოველი თვის რეიტინგი ცალკე და სეზონის რეიტინგი სრულად. სამომავლოდ, შესაძლებლობების გაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, თვისა და სეზონის საუკეთესო მომხმარებლებისთვის დაწესდეს პრიზები.

გაითვალისწინეთ: ამხანაგური თამაშების დროს პროგნოზების ლიგა იქნება სატესტო რეჟიმში და მისი მიზანი იქნება მხოლოდ ტექნიკური შეცდომების აღმოფხვრა, თქვენი რეკომენდაციების მოსმენა და სისტემის დახვეწა. ოფიციალური თამაშების დაწყების წინ რეიტინგი განულდება და თავიდან დაიწყება.

გარდა ამისა, გვინდა იცოდეთ, რომ თქვენს რეკომენდაციებს ვკითხულობთ, და ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ შემთხვევების გარდა, თუ საიტის სხვა წევრების რეკომენდაციებსა და სურვილებს ეწინააღმდეგება. საიტის გაუმჯობესება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მაშინაც კი, თუ მომხმარებლები ვერაფერს ამჩნევენ, სინამდვილეში დიდი ხანია, არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც საიტზე რაღაც არ გაუმჯობესებულიყოს. შეგიძლიათ, თქვენი რჩევები კვლავ გამოგვივზავნოთ და ყველანაირად ვეცდებით, ნელ-ნელა გავითვალისწინოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • FcB 5-0 Rma D
    FcB 5-0 Rma D გულშემატკივარი
    schedule 01 აგვ 2026, 02:40
    #4

    🔥🔥

  • Barsa barsa
    Barsa barsa ახალბედა
    schedule 31 ივლ 2026, 22:36
    #3

    1-4 moigebs barsa

  • G.O.A.T
    Luak ახალბედა
    schedule 31 ივლ 2026, 12:34
    #2

    Dzalian magaria

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 31 ივლ 2026, 10:23
    #1

    მშვენიერი სიახლეა.