კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა იმ ფრაზების შესახებ, რომლებიც ამ ბოლო დროს მის წინააღმდეგ გაჟღერდა.
როგორც მოგეხსენებათ, სანდრო როსელმა ლაპორტა გააკრიტიკა. როსელმა თქვა, რომ გუნდის ფინანსური მდგომარეობა სახარბიელო არაა და, რომ ამაში დამნაშავე სწორედაც რომ ჟოანია.
“ზოგიერთებს ჩემი გამარჯვებები ტკივილს აყენებს. მათ სურთ ხალხის თვალში დამამცირონ. მაგრამ ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მიყვარს “ბარსელონა”. ამ გუნდისათვის ყველაფერს გავაკეთებ. “ბლაუგრანას” ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და ამას ვიღაც ვიღაცები მე მაბრალებენ. ამბობენ, რომ ტიტულების მოგების შემდეგ ფეხბურთელებს ძალიან სწრაფად ვყიდულობდი. ლაპორტას კატალონიურ გრანდში თავისი ტაქტიკა ჰქონდა შემუშავებული და ეს არავის საქმე არაა. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც “ბარსაზე” ცუდად იმოქმედებდა. ზევით ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: მიყვარს “ბარსელონა” და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ასევე ძალიან მიყვარს ჩვენი ყველა გულშემატიკვარი და მათ დიდ პატივს ვცემ.” –განაცხადა ლაპორტამ.
წყარო: championat.ru
