ენტონი გორდონისა და კარიმ ადეიემის მოსვლის შემდეგ, 20 წლის რუნი ბარდჯის მომავალი “ბარსელონადან” წასვლას უკავშირდება. საუბარია იჯარაზე ან გამოსყიდვის უფლებით ტრანსფერზე, მიუხედავად იმისა, რომ ის “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სულ რაღაც ერთი წლის წინ მოვიდა.
ინტერესი ევროპის მასშტაბით
რუნის მსურველები მთელ ევროპაში ჰყავს და კატალონიური კლუბი საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად მუშაობს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მისით 6 სხვადასხვა ლიგის (პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, ერედივიზიონი, ლიგა 1, პორტუგალიის ჩემპიონატი და სერია A) კლუბები ინტერესდებიან. საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონატის გუნდები არ ფიგურირებენ. “ბარსელონამ” რუნიში თავის დროზე 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა და შეეცდება, რომ მისი ტრანსფერი 27 ივლისამდე, ინგლისში წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე დახუროს.
მსურველი კლუბები
პრემიერ ლიგიდან ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. “ასტონ ვილამ”, “სანდერლენდმა”, “ევერტონმა”, “ფულემმა”, “ბრაიტონმა” და “ლიდს იუნაიტედმა” გარემარბის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.
ერედივიზიონში შესაძლო დანიშნულების ადგილად “აიაქსი” სახელდება, თუმცა ამსტერდამში ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ლიგა 1-დან კატალონიელთა ფეხბურთელი “მარსელს” დაუკავშირეს, პორტუგალიიდან – “პორტუს”, ხოლო სერია A-დან – “იუვენტუსს”. ბოლო ლიგა, საიდანაც ინტერესი გაჩნდა, ბუნდესლიგაა, კერძოდ კი დორტმუნდის “ბორუსია”. აღსანიშნავია, რომ ფრანგები და იტალიელები ევროპა ლიგაზე ითამაშებენ, პორტუგალიელები კი – ჩემპიონთა ლიგაზე.
ფეხბურთელის პოზიცია
თავად შვედი მოთამაშე ყველა წინადადებას აფასებს. ის იჯარის მომხრეა, რადგან არ სურს, რომ “ბარსელონას” სრულად დაშორდეს. შესაბამისად, რუნი სრულფასოვანი ტრანსფერის წინააღმდეგია.
“რუნის მსურველები მთელ ევროპაში ჰყავს და კატალონიური კლუბი საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად მუშაობს”
და ახლა მოძებნიან, ისეთს, რომ ხელფასს ჩვენ გადავუხდით და არც იჯარის ქირას არ მოგვცემენ. ამაში კი არიან დასპეციალებურები.
გაუშვან ცოდოა აქვს პოტენციალი უნდა გაიხსნას სადმე
brightoni kargi variantia, dortmundic, tan adeimeis adgils daikavebda. satamasho dro ro qondes egeti gundi gvinda, aston vilashi es dziritadshi ar iqneba sul. fasi ro moematos da karg fasad gaiyidos sabolood tore amxela konkurenciashi codoa, jer iamalis skami iyo da axla adeiemi daemata. 20 milionad unda gaiyidos wesit
აიაქსში გაასწორებს 2 სეზონით იჯარით. თუ გალანდებთან არა, მაშინ გერმანიაში დორტმუნდში.
თუ არც გერმანია, მაშინ ასტონ ვილაში.
ბრაიტონიც არაა ურიგო. შემტევი გუნდია და სულ 8 გუნდშია მინიმუმ.