ჟურნალისტ ჟერარ რომეროსა და გამოცემა “Jijantes”-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” სატრანსფერო ბაზარზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და დორტმუნდის “ბორუსიას” კარიმ ადეიემის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. კატალონიურ კლუბსა და 24 წლის გერმანელ შემტევს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამჟამად კლუბებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კონტრაქტის სიტუაცია და ფლიკის ფაქტორი
ადეიემის დორტმუნდულ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ივნისში ეწურება და მას მისი განახლება არ სურს. “ბორუსია” იძულებულია, ფეხბურთელი ამ ზაფხულში გაყიდოს, რათა მომავალ წელს ის უფასოდ არ დაკარგოს. ვინაიდან ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა, სეზონის ბოლო ნაწილში მას სათამაშო დრო შეუმცირეს, რის გამოც მან გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსიც კი დაკარგა.
ინფორმაციის თანახმად, ადეიემი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის პერსონალური მოთხოვნაა. ფლიკი კარგად იცნობს მოთამაშეს, სწორედ მან აუხსნა ფეხბურთელს გუნდის პროექტი და მისი გეგმები. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებში ადეიემის დებიუტი სწორედ ფლიკის დროს შედგა, სადაც მან სადებიუტო მატჩში სომხეთის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.
ტრანსფერის სასარგებლოდ მუშაობს ის გარემოებაც, რომ ფეხბურთელს სააგენტო “Gestifute” წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელი ჟორჟე მენდეში კი “ბარსელონასთან” მჭიდრო კავშირშია, ვინაიდან ის ლამინ იამალის, ალეხანდრო ბალდეს, მარკ კასადოსა და ჟოაუ კანსელუს ინტერესებსაც იცავს.
ტაქტიკური ანალიზი: ნამდვილი აფეთქება თავდასხმაში
ადეიემი გამოირჩევა ფენომენალური სისწრაფითა და ვერტიკალურობით. “ზალცბურგში” თამაშისას მან ჩემპიონთა ლიგაზე, “სევილიას” წინააღმდეგ 45 წუთში 3 პენალტი გამოიმუშავა, ხოლო 2023 წელს “ჩელსის” წინააღმდეგ გატანილი გოლისას 65 მეტრი სულ რაღაც 9 წამში დაფარა.
ადეიემი მემარცხენეა, თუმცა ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. მისი მოსვლა “ბარსელონას” თავდასხმაში რობერტ ლევანდოვსკის წასვლით გამოწვეულ დანაკლისს შეამცირებს. ენტონი გორდონის შეძენის შემდეგ ადეიემის დამატება კლუბს მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, რათა მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იმუშაონ.
გერმანელის მოსვლა პრაქტიკულად გამორიცხავს გუნდში რუნი ბარდჯის დარჩენას, რომელსაც სათამაშო დროის მისაღებად ახალ კლუბს მოუძებნიან. ასევე, კონკურენცია გაეზრდება რაფინიას, თუმცა ბრაზილიელსაც და გერმანელსაც ფლანგების შეცვლა თავისუფლად შეუძლიათ. ფერან ტორესის მომავალი კი კვლავ ბუნდოვანია.
რთული გზა ელიტამდე: მიუნხენიდან დორტმუნდამდე
ადეიემს საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. ის მიუნხენში დაიბადა და 2010 წელს “ბაიერნის” აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა 2012 წელს გუნდიდან დისციპლინის პრობლემების გამო გაუშვეს. მისი კარიერის გადამრჩენელი “უნტერჰახინგი” გახდა, სადაც კლუბის პრეზიდენტი მანფრედ შვაბლი მას სწავლასა და საშინაო დავალებების შესრულებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოედანზე არ უშვებდა.
2018 წელს ის “ზალცბურგში” 3.3 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი ახალგაზრდასთვის გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო. 2020 წელს ავსტრიელებმა “ბარსელონას” 15-მილიონიანი შეთავაზება უარყვეს, თუმცა 2022 წელს ფეხბურთელი “დორტმუნდმა” 30 მილიონად შეიძინა, რათა ერლინგ ჰოლანდის წასვლა დაეკომპენსირებინა. “ბორუსიაში” გატარებულ 4 სეზონში ადეიემამ 146 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.
წლების წინ ერთი სული მქონდა ეს მოეყვანათ და ბორუსიამ აგვახია, როგორც მახსოვს მაგ დროს ტოპ ამომავალ ტალანტად ითვლებოდა. ახლა მართლა არ ვიცი როგორი ფეხბურთელია მაგრამ ხარახურა ხალხის მოყვანას ნამდვილად ჯობია და მე მივესალმები ამის მოსვლას უბრალოდ რა უბედურებაა საშუალო დონის სტრაიკერიც, რომ ვერ მოყავთ ამ უბედურებს რა გახდა ერთი სტრაიკერი.
მოკლედ ეს ბიჭი მართლა მომწონდა და სულ მეფიქრებოდა იქმებ ბარსამ იყიდოს თქო, თუმცა ისე გაუჩინარდა გასულ სეზონში საერთოდ არც კი მახსოვდა რომ ადეიემი არსებობდა, არა და მართლა კარგი იყო ერთ დროს…სანამ პესიმისტურად განვეწყობი მანამ ამის იმ კარგ წარსულ პერიოდებს გავიხსნებ და გადავავლებ ამის ჰაილაითებს თვალს, იმედია გამოგვადგება, ჯანსაღ კონკურენციას კიდე მივესალმები, ჩემი აზრით ზუსტადაც რომ საჭიროა კლუბში დიდი კონკურენციის ქონა სხვანაირად არ იქნება წარმატება, იმედი მაქ ამის ტრანსფერს ეგ დსტვირთვა აქვს, თან ტრავმებსაც თუ გავითვალისწინებთ და ზოგადად გასულ ორ სეზონს თუ გადავხედავთ ერთი მთავარი კაცი როგკორც კი დაგვაკლდებოდა გუნდს ძალიან უჭირდა.ამ გადმოსახედიდან სწორად შევაფასებდი ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯებს, ადეიემის სახით 👌💙❤️
რა თქმა უნდა, არანაირი ალვარესი ან ტოპ ფორვარდი არ იქნება მოყვანილი. სეზონის ბოლოს იტყვიან ფლიკის მოთხოვნა იყო ძმაო და აბა რა გვექნა, თორემ ჩვენ კი გვინდოდა ალვარესი :დ დიდი ალბათობით ფლიკს უთხრეს ტოპს ვერ მოგიყვანთ და ვინმე ჩამოწერილი ჯართი შეგვიძლია დავდოთო. საბრალო ფლიკმა თუ მასეა საქმე აგერ ის თავბუჩქა მომითრიეთ ნაცნობი ჯართი მირჩევნია უცნობსო )))
და შენ გგონია გაპიარებული ალვარესი ტოპია?? ტოპი არის ჰ ა ლ ა ნ დ ი 👌 მაგის ყიდვის ტრაკი კიდე არასდროს არავის ექნება თავად თუ არ მოინდომა… ალვარესი კიდე დიდად მეეჭვება რომ გაამართლებს გრიზმანის რიმეიქია და თუ გადმოეთრა აგერ ნახავთ გინებას რომ დაუწყებთ 150 მილიონიანი იგროკი ოქროს ბურთე უნდა იწეოდეს
საინტერესოა ეს ბარსასი სულ მინდოდა უაზრო ფეხბურთელი არარის და რაც შეუძლია ფლიკიმა კაგრად იცის მის ხელში კი საკმაოდ კარგად ათამაშდება ეგაა რომ ესპანეთი რას იზამს ამ ხეპრე კლუბებთან თუმცა ალვარეს რა ნაკლებად გაუჭირდება ბარსელონაშიი ვერც გრიზმანი გაიხსნა ფაქტი სახეზეა