გუშინდელი დატვირთული დღის შემდეგ ხავიერი “ბარსელონას” შემადგენლობას შეუერთდა და “Ciutat Esportiva”-ზე პირველი სავარჯიშო სესიის გამართვაც მოასწრო.
პეპ გვარდიოლას უკვე მიეცა შანსი ბოლო ტრანსფერის შედეგით დამტკბარიყო. ამ ვარჯიშზე მასკერანოს გარდა პირველი გუნდის 5, ხოლო ახალგაზრდული გუნდის 25 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. ამ სესიაზე ყველას ყურადღება არგენტინელ ნახევარმცველზე იყო მიპყრობილი.
შეხვედრა ახალ თანაგუნდელებთან
ვარჯიში დილის 9 საათზე დაიწყო და ხავიერი შტაბში ნახევარი საათით ადრე გამოცხადდა. პირველი გუნდის დელეგატმა, კარლოს ნავალმა არგენტინელი ახალ თანაგუნდელებს და კლუბის სხვა წარმომადგენლებს გააცნო.
მინდვრის გარეთ
მასკერანომ პირველად ისადილა ახალ გუნდელებთან ერთად. სანამ ადრიანოს და ალვეშს შეუერთდებოდა, არგენტინელმა პეპ გვარდიოლას მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშა.
უკვე ნაკრებში
მომავალ რამდენიმე დღის განმავლობაში პეპ გავრდიოლას მასკერანოს ვარჯიშით ტკბობის შანსი არ მიეცემა. ხავიერი არგენტინის ნაკრებშია გამოძახებული. ეს მატჩი 7 სექტემბერს ბუენოს აირესში, “რივერ პლაიტის” სტადიონზე გაიმართება და სამხრეთ ამერიკელები მსოფლიო ჩემპონებს უმასპინძლებენ.
