”რასინგთან” მოგებული მატჩის შემდეგ, დავიდ ვილიამ კომენტარი გააკეთა თავის დებიუტზე ”ბარსას” შემადგენლობაში, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე: ” დასაწყისისთვის ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მაგრამ ასე გაგრძელებაა საჭირო, ჩვენ მოპოვებული ტიტულების დაცვა გვმართებს”. მან ასევე ისაუბრა გატანილ გოლზე ”რასინგ სანტანდერის” კარში: ”მე ვიცოდი, რომ ამ თამაშში გოლი უნდა გამეტანა და ეს მოვახერხე კიდეც შესანიშნავი პასის მეშვეობით, მე არ დავიწყებ ამ გუნდის ქებას, რადგან ყველამ იცის რასაც წარმოადგენს ”ბარსა”, ისინი არასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით, ფეხბურთელებმა თამაშის დროს ყოველთვის იციან სად იმყოფებიან მათი თანაგუნდელები, ჩემი აზრით ეს არის მათი წარმატების საიდუმლო. მე არ ვფიქრობ , რომ ჩემი ადაპტაცია ძალიან ადვილი იქნება, მაგრამ სხვებთან შედარებით ამას უფრო იოლად მოვახერხებ, მე ხომ ფეხბურთელების უმრავლესობას ძალიან კარგად ვიცნობ”. საუბრის ბოლოს მან თავის სამომავლო მიზანიც გაამხილა: ” ძალიან მინდა წელს ბომბარდირი გავხდე, მაგრამ გუნდური თამაში უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე ხომ ახლა ”ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ”.
წყარო: sport.es
