როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა გუნდი და გადაბარგდა იტალიურ “მილანში”. შვედი ფეხბურთელი ამ ყველაფერს კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას აბრალებს.
“გვარდიოლამ ჩემი ოცნება–”ბარსელონაში” თამაში დაანგრია. როდესაც შევდიოდი ოთახში სასაუბროდ, იგი იმწამსვე გარეთ გადიოდა. მე პეპთან არანაირი პრობლემა არ მქონია, მაგრამ მას ჩემთან უამრავი ჰქონდა. შესაძლოა ჩემი ეშინოდა არ რაღაც ასეთი. თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა “მილანის” ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს ვიზამ, რათა ამ გუნდში ბევრს მივაღწიო. გვარდიოლამ ზლატანის კლუბიდან წასვლით საწადელს მიაღწია.” ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Reuters.
თვითონ გვარდიოლა კი იგივეს ნამდვილად არ ფიქრობს.
“იმედია იბრაჰიმოვიჩმა ეს გადაწყვეტილება ჩემს გამო არ მიიღო. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ძალიან გამიხარდებოდა “ბარსაში” რომ დარჩენილიყო. ზლატანთან ერთად ჩვენ 5 ტიტული მოვიგეთ, რისთვისაც შვედს დიდ მადლობას ვუხდით. იმედია “მილანში” წარმატებას მიაღწევს. უბრალოდ არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ იბრას გუნდიდან გაგდება მსურდა.” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს AS.
წყარო: sports.ru
