ინგლისური “ლივერპულის” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ უარი განაცხადა მერსესაიდულ კლუბში თამაშის გაგრძელებაზე, იტყობინება კატალონიური Sport.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს მხოლოდ ესპანურ “ბარსელონაში” სურს თამაში. სწორედ კატალონიური კლუბის გამო გადადგა ეს ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, მან არ ითამაშა მანჩესტერ “სიტის” წინააღმდეგ მატჩში. გუშინ კი ხავიერმა ოფიციალურად განუცხადა მერსესაიდელებს, რომ აღარ აპირებს ჩაიცვას წითელი ფორმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მასკერანოში 30 მილიონ ევროს ითხოვს.
წყარო: championat.ru
