მესუთ ოზილმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საუკეთსო კლუბია, მაგრამ ეს თქვა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მადრიდელებთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ოზილის ოფიციალურ საიტზე კი სულ სხვა რამ წერია.
ზემოთაღნიშნული ტრანსფერის შემდეგ მესუთმა ყველანაირად ეცადა, დაემალა მისი “ბარსელონასადმი” სიყვარული, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა.
გერმანელი ფეხბურთელის ოფიციალურ საიტზე გახსნილია სპეციალური გვერდი, სადაც იგი ფანების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მესუთს დაუსვა კითხვა, თუ რომელი კლუბის მოტრფიალეა გერმანიის გარეთ. პასუხი კი ასე ჟღერდა: “ბარსა” და “ფენერბაღჩე “.
წყარო: www. sport.es
