“მილანის” ახალწვეულმა კევინ პრინს ბოატენგმა განაცხადა, რომ მისი კლუბი კატალონიის “ბარსელონაზე” ძლიერია და ძალუძს მისი დამარცხება.
“მე ოცნება ამიხდა და გადმოვედი “მილანში”. ამ კლუბის ისტორია ჩემთვის ცნობილია. ჩემი მიზანია დავეხმარო მილანელებს ამ სეზონში კარგ ასპარეზობაში. თუ მოვინდომებთ შეგვიძლია იოლად დავამარცხოთ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო კლუბი “ბარსელონა”. ვიბრძოლებთ, რათა მოვიპოვოთ ტიტულები და კიდევ ერთხელ შევიდეთ ისტორიაში.” ციტირებს ბოატენგის სიტყვებს Football Italia.
წყარო: sports.ru
