როგორც გუშინ გაირკვა “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს მარტო ესპანეთის ჩემპიონობისათვის არ ებრძვიან. ისინი დაინტერესებულნი არიან ერთი ფეხბურთელით და ორივეს სურს მისი ყიდვა. ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით კატალონიელებიც და მადრიდელებიც გადართულნი არიან მანჩესტერ “სიტის” არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესზე. ტევესმა წინა სეზონი კარგად ჩაატარა და მოახერხა რა 36 მატჩში 23 გოლის გატანა. ასევე კარლოსმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს არგენტინელი. ერთი კი აშკარაა: ახალ სეზონში თუ იგი კვლავ ქალაქელების ღირსებას დაიცავს, ნამდვილად არ ექნება იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც აქამდე ჰქონდა, რადგან “სიტიმ” ძალიან ბევრი ახალი და ნიჭიერი ფეხბურთელი შეიძინა.
წყარო: soccer.ru
