workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას აქვს “გეგმა ბ” “სევილიას” დასამარცხებლად

გვარდიოლას აქვს “გეგმა ბ” “სევილიას” დასამარცხებლად

ესპანურმა გაზეთმა “მარკამ” გამოაქვეყნა ძალზედ საინტერესო სტატია. ეს სტატია ეხება “ბარსელონას” და უშუალოდ პეპ გვარდიოლას. სტატიაში მოხსენიებულია “ბარსელონათა” თავკაცი და მისი “გეგმა ბ” “სევილიელთა” დასამარხცებლად.

ფაქტია, რომ გვარდიოლას გეგმა ა” – მ არ გაამართლა. საუბარია ახალბედა ფეხბურთელების თამაშზე და შემადგენლობის გადახალისებაზე. ესპანელი ფეხბურთელები ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ თამაშს, რადგანაც ძალები სრულფასოვნად აღდგენილი არ ჰქონდათ. გვარდიოლა ახალგაზრდებს ენდო და შეიძლება ითქვას, რომ ამ ნდობამ არ გაამართლა. “ბარსელონამ” ძალიან კარგად ჩატარებული 60 წუთი 30 წუთში წყალში ჩაყარა.

“მარკას” ჟურნალისტის აზრით გვარდიოლას გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მისმა გუნდმა პირველივე წუთბიდან უნდა დაუმიზნოს მეთოქე გუნდის კარს. “მარკას” ჟურნალისტის აზრით გვარდიოლა თუ არ დარწმუნდა ძირითადი ფეხბურთელების სრულ მზადყოფნაში იგი არ გარისკავს მათ თამაშს. თამაშამდე სულ ცოტა დარჩა. “კამპ ნოუზე” მატჩი 21 აგვისტოს გაიმართება. ვნახოთ შეძლებენ თუ არა კატალონიელები პირველი ჩაგდებული მატჩის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორებას და დაეუფლებიან თუ არა ისინი პირველ თასს თავისი გულშემატკივრის თვალწინ წლევანდელ სეზონში.

წყარო: Marca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში