workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიშით დატვირთული კვირა

ვარჯიშით დატვირთული კვირა

”ბარსელონა” ხვალ დაიწყებს მზადებას ესპანეთის სუპერ თსის განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც 21 აგვისტოს ”კამპ ნოუზე” გაიმართება. ვარჯიშს შეუერთდებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი. ორშაბათ საღამოს ისინი ინტენსიურ ვარჯიშს დაიწყებენ და შეეცდებიან გაამართლონ გუარდიოლას და გულშემატკივართა იმედები.
ისინი ამ კვირაში 8 სავარჯიშო სესიას გამართავენ, ოთხშაბათი და ხუთშაბათი მათთვის ყველაზე დატვირთული იქნება, რადგან დღეში ორი ვარჯიშის გამართვა მოუწევთ.
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებითი შეხვედრა დამდეგ შაბათს თბილისის დროით 22.30 წუთზე დაიწყება.

წყარო: www.fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში