workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ გუახეს” დებიუტი გადაიდო

“ელ გუახეს” დებიუტი გადაიდო

“ბარსელონას” ახლადშეძენილი თავდამსხმელის, დავიდ ვილიას ოფიციალური დებიუტი შესაძლებელი იყო დღეს შემდგარიყო, თუმცა სავარაუდოდ ის “სევილიასთან” სუპერთასის ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ესპანეთის ჩემპიონი ამ მატჩში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს და სავარაუდოდ სხვა რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მოედანზე არ გავა.

დაახლოებით 40 მილიონ ევროიანი შენაძენი “ბარსელონამ” მაისის თვეში გააკეთა, თუმცა საზაფხულო არდადეგების გამო მისი დებიუტი ჯერ-ჯერობით არ შემდგარა. მიუხედავად ამისა, ვილიას სათამაშო პრაქტიკა, “ბარსელონას” სხვა 6 ფეხბურთელის მსგავსად ნამდვილად არ აკლია, მან შეძლო 5 გოლის გატანა მსოფლიო ჩემპიონატზე.

28 წლის თავდამსხმელი ახლა  თავის ახალი კლუბის მაისურის მორგებას ელის:
“არდადეგები ძალიან კარგად გავატარე და უკვე დასვენებული ვხვდები სეზონს, მაგრამ როდესაც რაღაც ახალი ხდება შენს ცხოვრებაში, ამას სულმოუთქმელად ელი და გინდა ყველაფერი მალე მოხდეს.”

კითხვაზე, თუ როგორ ფორმაშია გუნდი “სევილიასთან” მატჩისათვის, ასეთი დამღლელი სეზონის შემდეგ, დავიდმა უპასუხა:

“ჩვენ ვარჯიში ახლახანს დავიწყეთ და არც თუ ისე კარგ ფორმაში ვართ ჯერ-ჯერობით, პირადად ჩემთვის “ბარსელონას” ვარჯიშები რაღაც ახალია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბი საკუთარი ვარჯიშითაც გამოირჩევა, გამოგიტყდებით და პირველ ვარჯიშზე ძალიან დავიღალე. ახლა კი თანდათან ვეჩვევი და ყველაფერი კარგადაა, მოუთმენლად ველი “სევილიასთან” მატჩის დაწყებას. “Visca Barca”. ღიმილით დაამატა “ელ გუახემ”.

 

soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში