workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გლები: “გავიგე, რომ ჩემით “ტოტენჰემია” დაინტერესებული”

გლები: “გავიგე, რომ ჩემით “ტოტენჰემია” დაინტერესებული”

კატალონიის “ბარსელონას” ბელარუსიელმა ნახევარმცველმა ალექსანდრე გლებმა დაადასტურა ლონდონის “ტოტენჰემის” მისდამი ინტერესი.

“მე “ბარსელონასთან” კონტრაქტი მაკავშირებს, რომელსაც პატივი უნდა ვცე. კატალონიაში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მიყვარს აქაური ხალხი. გავიგე “ტოტენჰემს” ჩემდამი ინტერესი გამოუთქვამს. მომწონს ლონდონელების თამაში და მათი სტილი. წინა სეზონში “ტოტენჰემმა” აჩვენა, რომ შეუძლია ინგლისის ჩემპიონობისათვის ბრძოლა. ვნახოთ მომავალში რა იქნება. თუ სადმე წავალ, ალბათ ეს ლონდონური კლუბი იქნება.” ციტირებს გლების სიტყვებს The Telegraph.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს აგენტმა გუშინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის მომავალი ამ დღეებში გაირკვევა.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში