კატალონიის “ბარსელონას” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ინგლისის პრემიერ–ლიგაში.
“ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი ძალების ინგლისში გამოცდა. ჯერჯერობით მე “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ და მაკავშირებს 4 წლიანი კონტრაქტი ამ გუნდთან. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი მეგობარიც შევიძინე. ძალიან მომწონს ესპანეთი და თვითონ ბარსელონა, მაგრამ არავინ იცის რა იქნება ხვალ. ყველაფერი მოსალოდნელია.” განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
წყარო: soccer.ru
